GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და შვედეთის თავდაცვის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 28-30 ნოემბერს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაცია, აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე, ბაკალავრიატის უფროსი, პოლკოვნიკი გიორგი მეშველიანი და საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოს წარმომადგენელი, რატი თვალავაძე სამუშაო ვიზიტით შვედეთის თავდაცვის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში მხარეებს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

აკადემიის ხელმძღვანელობას შვედეთის თავდაცვის უნივერსიტეტში არსებული სამაგისტრო და ლიდერობის პროგრამებისა და შვედეთის ტოტალური თავდაცვის ახალი მოდელის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ასევე მომავალი თანამშრომლობის ფარგლებში დაიგეგმა CJSE-ში მონაწილეობა და მოწვევა სემინარზე, რომლის თემაა ,,უსაფრთხოების პოლიტიკა და სტრატეგიული აზროვნება”.

შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთობის განვითარება კვლევის მიმართულებით, გაცვლითი პროგრამების დაგეგმვა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური