GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მიმდინარე წლის 27 ივნისს თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის იუნკერთა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.

დაცვაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი სამაგისტრო თემები: ,,აშშ-ს პოლიტიკა ირანის ბირთვულ პროგრამასთან მიმართებაში”, ,,სამოქალაქო თავდაცვა, როგორც სახელმწიფო შიდა უსაფრთხოებისა და თავდაცვის უნარიანობის ამაღლების სტრატეგიული ფაქტორი, ,,რუსეთის საგარეო პოლიტიკის გეოპოლიტიკური კონტექსტის ძირითადი ასპექტები (საქართველოს და უკრაინის შემთხვევა)”.

სამაგისტრო ნაშრომების დაცვის საკვალიფიკაციო კომისიის შედეგების მიხედვით თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ თავდაცვის ანალიზის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

თავდაცვის ანალიზის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 2017 წლიდან მოქმედებს და ორიენტირებულია, როგორც თავდაცვის ძალების უფროსი ოფიცრების, ასევე ქვეყნის უსაფრთხოების სექტორში დასაქმებული პირებისათვის აკადემიური განათლების მიცემაზე.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური