GE

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრნენ

„Erasmus + აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ პროექტის საინფორმაციო კამპანიის “უთხარი არა პლაგიატს” ფარგლებში, დღეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრნენ.

საინფორმაციო კამპანია “უთხარი არა პლაგიატს” მიზნად ისახავს პლაგიატის მნიშვნელობის გააზრებასა და თავის ასარიდბლად ძირითადი წესების გამოყენებას. კამპანიის ფარგლებში აკადემიის იუნკერებმა, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს გაუზიარეს ინფორმაცია პლაგიატის მნიშვნელობისა და მისი გამოყენების შესახებ, ასევე დაარიგეს საინფორმაციო ფლაერები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური