GE

ERSU-სა და სილეზიის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო ბეგიაშვილი და პერსონალის მართვის, რეესტრისა და საქმის წარმოების სამსახურის ხელმძღვანელი ანა ქოთოლაშვილი ჩეხეთის ქალაქ კარვინას მუნიციპალიტეტის პროექტ „BUSINESS GATE”-ის და „ერაზმუს +“-ის ფარგლებში სამუშაოდ ქ.კარვინაში იმყოფებოდნენ.

2017 წლის 26-27 ოქტომბერს ქალაქ კარვინას ვიცე-მერს ლუკას რაზუკს, სილეზიის უნივერსიტეტის დეკანის მოადგილეს და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ასევე მოინახულეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ბიზნესსკოლა. უნივერსიტეტებს შორის ჩატარდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მოსამზადებელი სამუშაო.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური