ფინანსურად წახალისდებიან ახალგაზრდები, ვინც ეროვნული გამოცდების შედეგად გრანტს მოიპოვებენ – ხარაგაულის ბიუჯეტი 2025
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების თანახმად, განსაზღვრულია ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელება.
როგორც 15 იანვარს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, ერთჯერად ფინანსურ წახალისებას 2025 წლის წარმატებული აბიტურიენტები დაიმსახურებენ, თუმა იმოქმედებს გამონაკლისიც.
რას გულისხმობს აღნიშნული პროგრამა ახალგაზრდობის მხარდაჭერის შესახებ
ახალგაზრდობის მხარდაჭერის პროგრამის აღწერა: ახალგაზრდული პრიორიტეტების გამოკვეთა, მათი შესაძლებლობების სწორად გამოყენება, ზრუნვის გაძლიერება, მათი ინიციატივების წახალისება, ბავშვებისა და ახალგაზრდების საზეიმო კონცერტების, სპექტაკლების, სხვა გასართობ ღონისძიებებში ჩართვა, არაფორმალური განათლების დანერგვა, მწერლობასთან და წიგნთან ახალგაზრდების დაახლოება, კულტურისა და ესთეტიკური გემოვნების განვითარება, თეატრალური, ქორეოგრაფიული და ვოკალური ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივება.
“ამ პროგრამით ერთჯერადად წახალისდებიან ის პირები ვინც ერთიან ეროვნული გამოცდების შედეგად მოიპოვებენ სახელმწიფო დაფინანსებას (გარდა უფასო ფაკულტეტებისა ) 100%-იანი დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში 500 ლარით , 70%-ინის შემთხვევაში 400 ლარით და 50%-იანი დაფინანსების შემთხვევაში 300 ლარით.
პროგრამის მიზანია ახალგაზრდული პროგრამების განხორციელება და მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ახალგაზრდებს აქვთ თვითრეალიზაციისა და თვითგამოხატვის შესაძლებლობა, იზიარებენ ურთიერთთანამშრომლობის და ტოლერანტობის პრინციპებს. უზრუნველყოფილია მათი მონაწილეობა ახალგაზრდული საქმიანობის კუთხით, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში”, – წერია საკრებულოს დადგენილებაში.
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება