GE

ფიზიკა ჩემი ცხოვრებაა

ნიკა თოდრია 161 –ე სკოლის XI კლასის მოსწავლეა, მაგრამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხშირი სტუმარია, ლექციებს ესწრება… “საბავშვო უნიბერსიტეტში”. მომავალი პროფესიაც იმის შემდეგ აირჩია, რაც თამაზ ნადარეიშვილისა და რამაზ ხომერიკის ლექციები მოისმინა. ახლა იგი თამამად ამბობს: “ფიზიკა იმდენად შემიყვარდა, თანახმა ვარ, მთელი ცხოვრება მივუძღვნა”.

ეს საგანი მოსწონთ, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ თსუ “საბავშვო უნივერსიტეტის” თავისუფალ მსმენელებს. მაგალითად, 63 –ე სკოლის მოსწავლე ანა ილურიძე ლექციებს მეგობრის რჩევთ დაესწრო, განსაკუთრებით პროფესორ თამაზ ნადარეიშვილს ლექცია მოეწონა, რომელიც სამყაროს წარმოშობას შეეხებოდა. 183 –ე სკოლის მოსწავლემ, მარი ისმაილოვამ კი ლექციის შემდეგ განაცხადა: “ფიზიკა ყველაფერშია!”.

ბოლო დროს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება და ხელშეწყობა იგრძონობა ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ, რაც სასიამოვნო ფაქტია, თუმცა, რამდენად პერსპექტიულია ეს დარგები ჩვენთან და რამდენად მაღალია სწავლების დონე სკოლებში თუ უმაღლეს სასწავლებლებში, სხვა საკითხია.

უნივერსიტეტის პროფესორის, რამაზ ხომერიკის ინფორმაციით, წინა წლებში, ერთ დროს ერთერთ პრესტიჟულ, ფიზიკის ფაკულტეტზე მსურველთა რაოდენობა შემცირდა, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. “ქვეყანაში შემნილი მძიმე სოციალურ – პოლიტიკური მდგომარეობის გამო, ეს დარგი გამუყენებელი გახდა, ამასთან, სკოლებშიც მკვეთრად დაეცა სწავლების დონე, მისასალმებელია, რომ სახელმწიფომ ამ კუთხით ზრუნვა დაიწყო. ჩემი აზრით, მდგომარეობა პირველ რიგში, სკოლებში უნდა გამოსწორდეს, ამასთან, ახალგაზრდებმა უნდა იგრძნონ, რომ ფიზიკა მხოლოდ კომპიუტერების აწყობაში კი არ გამოადგებათ, არამედ ამ დარგის სპეციალისტს სხვა პერსპექტივებიც ექნებათ”.

რამაზ ხომერიკის ინფორმაციით, წელს უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე ჩაბარების მსურველთა რიცხვმა იმატა და საკმაოდ ძლიერი ნაკადიც მოვიდა.

თსუ “საბავშვო უნივერსიტეტის” კოორდინატორი მარინა ლომოური მიიჩნევს, რომ ფიზიკის და საზოგადოდ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოოულარიზაცია უაღრესად მნიშვნელოვანია. “ჩვენ ამ მხრივ დიდი ტრადიცია გვაქვს _ საქართველოში არსებობდა მძლავრი ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, გეოგეფიის და სხვა საბუნებისმეტყველო დარგების სკოლები, თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი ყოველნაირად ცდილობს ამ ტრადიციების გაგრძელებას, თუმცა, სიტუაცია პირველ რიგში საჯარო სკოლებში უნდა გამოსწორდეს _ სწორედ ამიტომ ვცდილობთ მოვიზიდოთ მოსწავლეები, რათა უკეთ გაიცნონ ეს სფერო, დაინტერესდნენ და როგორც მომავალ სპეციალობას, იმ კუთხიდანაც შეხედონ, “საბავშვოო უნივერსიტეტი” ამისთვის კარგი სტარტია. საგულისხმოა, ისიც, მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რომ ამ პროფესიის ადამიანებს ყველაზე მეტი პერსპექტივა ექნებათ არამარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ, რადგან მთელ ცივილიზებულ სამყაროში მოთხოვნილება ასეთ საგნებზე ძალიან გაიზარდა. ამ სპეციალობაში ინვესტიციის ჩადება მშობლების მხრიდანაც გამართლებულია. შეიძლება დღეს ჯერჯერობით ჩვენთან არ არის ტექნოლოგიური ბაზარი, რომ ყველა კვალიფიცირებული სპეციალისტი დასაქმდეს, მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მომავალში ეს ხარვეზიც გამოსწორდება” _ ამბობს მარინა ლომოური.

თსუ “საბავშვო უნივერსიტეტის” ხელმძღვანელთა სურვილი ამ მხრივ მართლაც კეთილშობილია.

შურთხია არის© ბეროშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური