გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება მთლიანად აიკრძალა
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლება აიკრძალა.
ამის შესახებ ინფორმაცია ახალგაზრდულმა გაერთიანებამ „ჩვენ ვარსებობთ – ხმა აფხაზეთიდან“ 13 სექტემბერს გაავრცელა.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ეს შედეგია იმ პროცესის, რაც გალის სკოლებში წლების განმავლობაში ხორციელდებოდა. კერძოდ, ქართული ენის რუსულით ჩანაცვლება სკოლებში წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, ხოლო მე – 11 კლასი იყო ერთადერთი, სადაც მოსწავლეები ქართულად სწავლობდნენ.
„დე-ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული ენა და ლიტერატურა, დღეიდან გალის რაიონის ყველა სკოლაში, უცხო ენად იქნება წარმოდგენილი. შესაბამისი ინფორმაცია, სკოლის დირექტორებს, 12 სექტემბერს, საგანგებო თათბირზე გააცნეს“, – განაცხადეს ახალგაზრდულ გაერთიანებაში.
ასევე იხილეთ:
„სამ წელში გალის რაიონში ქართული სკოლა კი არა, კლასიც აღარ იარსებებს!“
-
კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა, კიბერ ინციდენტებზე რეაგირება… – ახალი პროფესიები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში
by აბიტურიენტებისათვის
-
აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
როგორ არის დაშვებული კლას-კომპლექტების შექმნა მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში განახლებული ესგ-ის თანახმად
by ARIS.GE-განათლება