GE

ამოცანა სკოლის მოსწავლეებისათვის, რომელიც ინტერნეტვირუსად იქცა

ალბერტმა და ბერნარდმა გაიცნეს შერილი. ალბერტმა ჰკითხა: „როდის გაქვს დაბადების დღე?“ შერილი წამიერად დაფიქრდა, შემდეგ კი უპასუხა: „მე არ გეტყვი, მაგრამ რამდენიმე მინიშნებას მოგცემ“. მან დაწერა სია 10 თარიღით:

15 მაისი – 16 მაისი – 19 მაისი

17 ივნისი – 18 ივნისი

14 ივლისი – 16 ივლისი

14 აგვისტო – 15 აგვისტო – 17 აგვისტო

„ამ თარიღთაგან ერთ-ერთი – ჩემი დაბადების დღეა“ – დაამატა შერილმა. შემდეგ დაიხარა და ალბერტს ჩასჩურჩულა თავისი დაბადების დღის მხოლოდ თვე. ბერნარდს კი ჩასჩურჩულა მხოლოდ რიცხვი და იკითხა: „შეძლებთ გამოიცნოთ ჩემი დაბადების დღის თვე და რიცხვი, ისე რომ არაფერი უთხრათ ერთმანეთს?“ მაშინ ალბერტმა თქვა:

  • მე არ ვიცი, როდის გაქვს შენ დაბადების დღე, მაგრამ მე ვიცი, რომ თარიღი ბერნარდმაც არ იცის.
  • თავიდან მე არ ვიცოდი, ახლა კი ვიცი – უპასუხა ბერნარდმა
  • მშვენიერია, ახლა მეც ვიცი! – წამოიძახა ალბერტმა

მაშ როდის აქვს შერილს დაბადების დღე?

გთავაზობთ ამოხსნის ორ გზას:

ლოგიკური ამოხსნა (რთული, მაგრამ შესაძლებელი)

ერთი შეხედვით უცნაურად მოგვეჩვენება, რომ ბერნარდმა, რომელსაც შერილმა მხოლოდ რიცხვი უთხრა, შეიძლება იცოდეს პასუხი. მაგრამ თუ დავაკვირდებით, ეს სავსებით შესაძლებელია. დავუშვათ, რომ მან ჩასჩურჩულა „19“ (მაშინ მინიშნებიდან გამომდინარე პასუხია 19 მაისი) ან „18“ (მინიშნებიდან გამომდინარე – 18 ივნისი). მეორეს მხრივ, შერილს უნდა ჩაეჩურჩულებინა ალბერტისთვის მაისი ან ივნისი შესაბამისად.

ამგვარად ბერნარდს – ალბერტის გადმოსახედიდან – ექნებოდა შანსი თავიდანვე სცოდნოდა თარიღი, რადგან რიცხვები 18 და 19 არის მხოლოდ ივნისსა და მაისში შესაბამისად. თუმცა ალბერტი დარწმუნებით ამბობს, რომ საჭირო თარიღი არ იცის არც ერთმა.

გამოდის, რომ მაისი და ივნისი გამოირიცხა. რჩება ივლისი და აგვისტო.

რიცხვი ვერ იქნება 14, რადგან ამ შემთხვევაში ბერნარდი ვერ აირჩევდა ორი თვიდან ერთ-ერთს (14 არის აგვისტოშიც და ივლისშიც).

რჩება სამი ვარიანტი 16 ივლისი 15 ან 17 აგვისტო. ალბერტი ფიქრობს, შერილს რომ მისთვის აგვისტო ეთქვა ის მაინც ვერ აირჩევდა ორი თარიღიდან ერთ-ერთს.

მაშასადამე, ვრიცხვათ აგვისტოს.

რჩება მხოლოდ 16 ივლისი. როგორც ჩანს შერილი ჰოროსკოპით კირჩხიბია, რაც საერთოდ ვერ ხსნის მისი გაცნობის უცნაურ მანერას.

მარტივი ამოხსნა:

საქმე აქ სიტყვების თამაშშია, რომელიც ამოხსნის კიდევ ერთ ვარიანტს გვთავაზობს.

  • მე არ ვიცი, როდის გაქვს შენ დაბადების დღე, მაგრამ მე ვიცი, რომ თარიღი ბერნარდმაც არ იცის. (16 სიტყვა)
  • თავიდან მე არ ვიცოდი, ახლა კი ვიცი (7 სიტყვა)

მათ ერთმანეთს მინიშნებები მისცეს სიტყვების რაოდენობით, გამოვიდა 16 ივლისი

ეს გამოცანა გამოაქვეყნა სინგაპურის ტელევიზიამ KENNETH KONG-მა. მას ხსნიან სინგაპურელი სკოლის მოსწავლეები ოლიმპიადებზე. გამოცანის გამოქვეყნებიდან ორ დღეში იგი ნამდვილ ვირუსად გადაიქცა. ახლა მას მთელი ინტერნეტი ხსნის!

4 საბავშვო ამოცანა, რომელსაც ყველა ზრდასრული ვერ ამოხსნის

რამდენი საზამთროა? – ტვინის გასავარჯიშებელი გამოცანა ხრიკით

ერთი მარტივი ამოცანა, რომელშიც მათემატიკა უძლურია

თუ თქვენ ამ ამოცანას ამოხსნით, ნამდვილი გენიოსი ხართ

მოამზადა ამირან ზანგალაძემ

წყარო: adme.ru

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური