გამოცდაზე ელექტრო საათის შეტანის მიზეზით კიდევ ერთი აბიტურიენტი მოიხსნა
ქართული ენისა და ლიტერატურის ეროვნული გამოცდიდან კიდევ ერთი აბიტურიენტი მოიხსნა.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა განმარტა, ამის მიზეზი საგამოცდო სექტორში ფოტოაპარატის ფუნქციის მქონე ელექტრონული საათის უკანონო შეტანა გახდა.
დარღვევა 175-ე სკოლაში გასნილ საგამოცდო ცენტრში დაფიქსირდა.
“სამწუხაროდ, პირველი საგამოცდო დღის პირველ სესიაზე 2 აბიტურიენტის მოხსნა გახდა საჭირო. ერთი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო, ხოლო მეორე მოხსნა დაკავშირებულია წესებთან, რომელიც აბიტურიენტმა მკაცრად უნდა დაიცვას. სამწუხაროდ, აბიტურიენტმა სექტორში შეიტანა ელექტრო საათი, რომლის მეშვეობითაც ცდილობდა ტესტის ბუკლეტის და პასუხების ფურცლის გადაღებას. ეს შეამჩნია მეთვალყურემ, შეატყობინა ადმინისტრაციას, რის შემდეგაც შევადგინეთ ოქმი, რომელსაც თავად ამ აბიტურიენტმაც მოაწერა ხელი და ის მოიხსნა გამოცდიდან. ამიტომ, მინდა გავაფრთხილო ყველა აბიტურიენტი, ნუ გარისკავენ, რადგან ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში ისინიც მოიხსნებიან საგამოცდო პროცესიდან”,- განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
გასულ წელს გამოცდიდან აბიტურიენტის მოხსნის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და მეორე ნაკადისთვის საგამოცდო პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით საღამოს 19:00 საათზე დასრულდება. ქართულის გამოცდას აბიტურიენტები ასევე ხვალ, 3 ივლისსაც ორ სესიად ჩააბარებენ. შაბათი და კვირა დასვენების დღე იქნება, 6 ივლისს კი საგამოცდო პროცესი ზოგადი უნარების გამოცდით განახლდება.
არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა
რა შემთხვევაში მოიხსნება აბიტურიენტი ეროვნული გამოცდიდან?
მაჯის საათის შეტანა შეიძლება გამოცდაზე?
ეკა წივწივაძე
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი