გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე თანამდებობას ტოვებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფიო გორგოძე თანამდებობას ტოვებს.
როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, გორგოძე თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს და NAEC-ის დირექტორის მოვალეობას პირველი იანვრიდან აღარ შეასრულებს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ვერ გვპასუხობენ, რა იყო თანამდებობის დატოვების მიზეზი და ჯერ არც ის არის ცნობილი, თუ ვინ ჩაანაცვლებს სოფიო გორგოძეს.
განახლებულია 18:36 06/12/2023
სოფიო გორგოძის გადაწყვეტილების შესახებ მისი დამატებითი კომენტარი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩემი მუშაობიდან უკვე 5 წელი გავიდა. ეს გახლდათ არაჩვეულებრივი გამოცდილება და ძალიან საინტერესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ამ ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება, რომ 1 იანვრიდან, პირადი განცხადების საფუძველზე, დავტოვო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობა.
აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მქონდა მიღებული და მას არავითარი კავშირი არ აქვს ცენტრის საქმიანობასთან.
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ცენტრის თითოეულ თანამშრომელს ნაყოფიერი და წარმატებული მუშაობისთვის, მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებს კი მხარდაჭერისთვის და ჩემს საქმიანობაში მაქსიმალური ხელშეწყობისთვის.
ყოველთვის ვიქნები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დიდი გულშემატკივარი. მცირე შესვენების შემდეგ კვლავ გავაგრძელებ აქტიურ საქმიანობას განათლების სფეროში”.
სოფიო გორგოძე
ასევე იხილეთ:
გელა გელაძე: NAEC-მა ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალ მოდელზე მუშაობა დაიწყო
-
სტუდენტთა რეიტინგული სია, რომლებმაც 2026 წელს მოიპოვეს ან გაიუმჯობესეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
10%-ით შემცირდა საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების ოდენობა
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია 2026 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე