„გამოცდის წინა ღამით არ დაპანიკდეთ, თუკი არ დაგეძინებათ!“ – 7 პრაქტიკული რჩევა აბიტურიენტებს გამოცდილი გულშემატკივრისგან
ყოფილი აბიტურიენტი იოანე მახარაძე 2021 წლის აბიტურიენტებს გამოცდამდე ერთი დღით ადრე პრაქტიკულ რჩევებს აძლევს, რომელსაც EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზობთ:
“რჩევები ყველაზე მაგარ ხალხს❤️?
1) გამოცდის წინა ღამით არ დაპანიკდეთ, თუკი არ დაგეძინებათ. 3-4 საათი ძილის შემთხვევაშიც კი, ტვინი მოახდენს ყველანაირ კონცენტრაციას გამოცდის დროს
2) გამოცდის წინა დღეს არ გააკეთოთ არანაირი სავარჯიშო
3) გამოცდის წინა დღეს ყავა, ნაყინი და პოზიტიური განწყობა
4) გამოცდის წინა დღეს საყვარელი ფილმის, ან ანიმაციის ნაწყვეტების ყურება, სასურველია ნაწარმოები იყოს თავისუფლად საყურებელი და არა დრამატული
5) გამოცდის დღეს თავისუფალი ჩაცმულობა, იქ არავინ უყურებს თქვენს სილამაზეს, რაც შეიძლება მარტივი და თავისუფალი ტანსაცმელი
6) გამოცდიდან გამოსულებმა არ დაიწყოთ ქულების თვლა, რადგან შეიძლება რამე არასწორად გახსოვდეთ და საკუთარი თავები დააპანიკოთ
7) საგნის გამოცდიდან გამოსულებმა გაათავისუფლეთ ტვინი ამ საგნისგან და სახლში მისვლისა და დასვენებისთანავე გადაერთეთ მომდევნო საგანზე
ამავე თემაზე:
„თქვენი ნერვები ნამდვილად არ ღირს ამათ ჭირიან გამოცდებად!“ – მიმართვა აბიტურიენტებს
„როგორც კი შეხვალთ საგამოცდო აუდიტორიაში!…“ – მრავალგზის სტუდენტის მიმართვა და რჩევები აბიტურიენტებს
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
როგორ მივიღოთ მათემატიკის ეროვნულ გამოცდაზე მაქსიმალური ქულა – ფორმულები და რეკომენდაციები
by რჩევები
-
„მათემატიკის გამოცდაზე ეს საკითხები აბიტურიენტებს აუცილებლად შეხვდებათ“ – მათემატიკოსის მთავარი გზავნილები გამოცდის წინ
by რჩევები
-
ინგლისურში ეროვნული გამოცდის წინ საკითხავი – „თქვენი ნაშრომი მაღალ შეფასებას ვერ დაიმსახურებს თუ…“
by ARIS.GE-განათლება