გამოქვეყნდა 2024 წლის მასწავლებლის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულების ოდენობა
იხილეთ 2024 წლის საგნის/უფროსი სპეციალური მასწავლებლის/საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულები
2024 წლის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულების ოდენობა:
ქართული ენისა და ლიტერატურის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), გეოგრაფიის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), ისტორიის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), ბიოლოგიის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), ქიმიის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), ფიზიკის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), მათემატიკის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), უცხოური ენების (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური), სამოქალაქო განათლების (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, მუსიკის, სპორტის, ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური), ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური), მათემატიკის (დაწყებითი საფეხური), ქართული ენის და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების/კომპიუტერული ტექნოლოგიების, სომხური ენისა და აზერბაიჯანული ენის გამოცდაში აპლიკანტმა, იმისათვის რომ საგნის გამოცდა ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, კერძოდ:
-ქართულ ენასა და ლიტერატურაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – 43 ქულა და მეტი;
-მათემატიკაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – 25 ქულა და მეტი;
-გეოგრაფიაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – 34 ქულა და მეტი;
-ბიოლოგიაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – 37 ქულა და მეტი;
-ქიმიაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – 37 ქულა და მეტი;
-ფიზიკაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – 37 ქულა და მეტი;
-ისტორიაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – 34 ქულა და მეტი;
-სამოქალაქო განათლებაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – 34 ქულა და მეტი;
-უცხოურ ენაში (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – 55 ქულა და მეტი;
-ქართულ ენაში (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) – 52 ქულა და მეტი;
-სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში – 37 ქულა და მეტი;
-მუსიკაში – 43 ქულა და მეტი;
-სპორტში – 43 ქულა და მეტი;
-ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასები) – 40 ქულა და მეტი;
-ქართულ ენასა და ლიტერატურაში (დაწყებითი საფეხური) – 32 ქულა და მეტი;
-ბუნებისმეტყველებაში (დაწყებითი საფეხური) – 32 ქულა და მეტი;
-მათემატიკაში (დაწყებითი საფეხური) – 32 ქულა და მეტი;
-ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში/კომპიუტერულ ტექნოლოგიებში – 43 ქულა და მეტი;
-სომხურ ენაში – 43 ქულა და მეტი;
-აზერბაიჯანულ ენაში – 43 ქულა და მეტი.
-ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური), ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური), მათემატიკის (დაწყებითი საფეხური), უცხოური ენებისა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) და ქართულ ენაში (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) ტესტები რამდენიმე ნაწილისაგან შედგება, რომლებშიც აპლიკანტმა იმისათვის, რომ გამოცდა ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, ამ ბრძანების პირველი პუნქტით დადგენილ ბარიერთან (60%-ზე მეტი) ერთად უნდა გადალახოს ტესტის თითოეული ნაწილის ბარიერი ქვემოთ დადგენილი პრინციპის შესაბამისად, კერძოდ:
- ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) მასწავლებელთათვის ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში – აკადემიური უნარების ნაწილში მასწავლებელმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა – 14) 40% – ზე მეტი (ანუ 6 ქულა ან მეტი);
- ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური), ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური) და მათემატიკის (დაწყებითი საფეხური) ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში -აკადემიური უნარების ნაწილში აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა – 14) 40%-ზე მეტი (ანუ 6 ქულა და მეტი);
- უცხოური ენების გამოცდა იყოფა ოთხ ნაწილად, აქედან 4 ნაწილში – მეტყველების, წერით, კითხვისა და მოსმენის ნაწილებში მასწავლებელმა უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის მესამედი ან/და მეტი. კერძოდ, მეტყველების ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 – გამსვლელი 6 ქულა და მეტი, წერით ნაწილში მაქსიმალური ქულაა 22 – გამსვლელი 8 ქულა და მეტი, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 – გამსვლელი 6 ქულა და მეტი, ხოლო კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 36 ქულით, ხოლო გამსვლელი ქულაა 12 და მეტი;
- ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) იყოფა ხუთ ნაწილად. ტესტის თითოეული ნაწილისათვის განსაზღვრულია შიდა ზღვარი მაქსიმალური ქულის 40%-ზე მეტი, კერძოდ, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 9 – გამსვლელი 4 ქულა და მეტი, კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 25 ქულით, ხოლო გამსვლელია 11 ქულა და მეტი, წერით ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 – გამსვლელი 9 ქულა და მეტი, პროფესიული ცოდნის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 – გამსვლელი 9 ქულა და მეტი, ხოლო მეტყველების ნაწილში მაქსიმალური ქულაა 11, აქედან გამსვლელი 5 ქულა და მეტი;
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების/კომპიუტერული ტექნოლოგიების ტესტი შედგება 2 ნაწილისაგან – პროფესიული ცოდნა (წერილობითი) და პრაქტიკული უნარ-ჩვევების (პრაქტიკული) ნაწილისგან, ტესტის თითოეულ ნაწილში აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 40% (ანუ 14 ქულა და მეტი).
2024 წლის საბაზო პროფესიული უნარების საგამოცდო ტესტის მაქსიმალურ ქულაა 45 ქულა, ხოლო საგამოცდო დრო – 4 საათი. საბაზო პროფესიული უნარების წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 40%-ის დაგროვებას.
უფროსი სპეციალური მასწავლებლის ტესტის მაქსიმალური ქულაა 54. საგამოცდო დრო – 4 საათი. ზღვარი გადალახულად ითვლება თუ გამოსაცდელმა დაძლია მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი.
- ინფორმაცია სპეციალური საჭიროების მქონე გამოსაცდელებისათვის და სიები – გამოცდები 2024 by ARIS.GE-განათლება
- როგორ უნდა მივიდეთ ჩვენს საგამოცდო ცენტრთან – გამოქვეყნდა 2024 წლის ზაფხულის გამოცდების მარშრუტები by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
- განრიგი და პროცედურები ყველა აპლიკანტისათვის – 2024 წლის ზაფხულის გამოცდები 3 ივლისს იწყება by ARIS.GE-განათლება