გამოქვეყნდა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა რეიტინგული ქულები და ადგილები სიაში
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა დღეს, 30 ივნისს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა საყურადღებოთ ინფორმაციას აქვეყნებს.
კერძოდ, გამოქვეყნდა და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებს უკვე შეუძლიათ vet.emis.ge-ზე იხილონ რეიტინგული ქულა და რეიტინგულ სიაში თავიანთი ადგილი.
EMIS რეგისტრირებულ პირებს გაფრთილებასაც აძლევს და ვადებზე მიუთითებს:
“გაითვალისწინეთ: 30 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, აუცილებლად უნდა გააკეთოთ საბოლოო არჩევანი სისტემაში და მონიშნოთ ის პროფესიული პროგრამა, რომელზეც მოიპოვეთ ჩარიცხვის უფლება. ნუ გადადებთ ბოლო წუთამდე – დროულად შედით სისტემაში და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროგრამა!”.
ასევე იხილეთ:
-
რომელი ქართულენოვანი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება საქართველოში და სად – განახლებული ჩამონათვალი
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
რა მონაცემები უნდა ასახოთ ელექტრონულ ჟურნალში, თუ მოსწავლე კერძო სკოლიდან გადმოვიდა – ინფორმაცია EMIS-ისგან
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
-
თუ თქვენი მოსწავლე მედალოსანია, ეს უნდა იცოდეთ – ინფორმაცია EMIS-სგან
by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა