გამოქვეყნდა საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზე სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო – ე.წ. უფასო ფაკულტეტები 2025-2026
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, დღეს, 5 აგვისტოს გამოქვეყნდა 2025-2026 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო/ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ის პროგრამული მიმართულება/მიმართულებები, რომელშიც/რომლებშიც სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო.
იხილეთ ე.წ. უფასო ფაკულტეტები უნივერსიტეტების მიხედვით
ასევე იხილეთ პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და მათთვის გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების მოცულობები:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები.
პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (შემდგომ − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება):
- სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2,524,500.00 ლარი;
- სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – 3,966,750.00 ლარი;
- სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – 900,000.00 ლარი;
- სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2,124,000.00 ლარი;
- სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 967,500.00 ლარი;
- სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 562,500.00 ლარი;
- სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 587,250.00 ლარი;
- სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 659,250.00 ლარი;
- სსიპ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 207,000.00 ლარი;
- სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 225,000.00 ლარი.
2025-2026 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები იხილეთ მინისტრის ბრძანებაში, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
კანონში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც 6 წელს მიღწეულ ბავშვებს პირველ კლასში აღარ ჩარიცხავენ, ომბუდსმენი შეისწავლის
by ARIS.GE-განათლება
-
გაიზარდა 2026 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩასარიცხ აბიტურიენტთა რაოდენობები პროგრამების მიხედვით – ახალი დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ვინ არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორის მოადგილე – ბიოგრაფია
by ARIS.GE-განათლება