გამოქვეყნდა წესი – დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს 2023 წლის 1-ელი აგვისტოს მდგომარეობით გადასახდელი სწავლის საფასური გაუნულდებათ
საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წესი დღეს, 4 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით გამოქვეყნდა და მასში განსაზღვრულია როგორ განხორციელდება და რა ფასად შეისყიდის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უნივერსიტეტებისგან სტუდენტების დავალიანებებს.
ბრძანების თანახმად, განათლებისა და მეცნიერებსი სამინისტრომ უნდა გამოისყიდოს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებული სტუდენტების მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით გადასახდელი სწავლის საფასური.
“უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება და ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუსშეჩერებულ სტუდენტს ჩამოაწეროს ფინანსური დავალიანება. ხოლო სტუდენტი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად ჩამოეწერება ფინანსური დავალიანება, უფლებამოსილია, აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში”, – ვკითხულობთ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში.
სტატუსაღდგენილი სტუდენტი უფლებამოსილია, ჩაერთოს სასწავლო პროცესში, ხოლო მისი სასწავლო პროცესში ჩართვის მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, გაზარდოს სტუდენტთა ადგილების რაოდენობა აღნიშნული სტუდენტების სწავლის ვადით და გაზრდის თაობაზე წერილობით აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.
იხილეთ დეტალური ინფორმაცია უმაღლესებისთვის გადასახდელი სწავლის საფასურის შესახებ
-
სტუდენტთა რეიტინგული სია, რომლებმაც 2026 წელს მოიპოვეს ან გაიუმჯობესეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
10%-ით შემცირდა საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების ოდენობა
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია 2026 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე