GE

გამოსცადე სტუდენტობა – „ალტე უნივერსიტეტის“ შეთავაზება აბიტურიენტებს!

პროფესიული მიმართულების არჩევა არც ისე მარტივია, მითუმეტეს როცა, ამა თუ იმ დარგზე არცთუ ისე ბევრი იცი. სასწავლო პროგრამების გასაცნობად და ინტერესების სფეროების აღმოსაჩენად, „ალტე უნივერისტეტი“ გთავაზობთ, რომ თავად გამოსცადოთ სტუდენტობა.

გაიგე როგორია იყო „ალტე უნივერსიტეტის“ სტუდენტი, გაიცანი მომავალი ლექტორები, დარწმუნდი საკუთარ ინტერესებში და გადადგი პირველი ნაბიჯი განვითარების ძალიან საინტერესო გზაზე.

5-6 თებერვალს დაეწარი სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ლექტორების მიერ ჩატარებულ ძალიან საინტერესო მოკლე ლექციებს, თავად გამოსცადე სტუდენტობა და საკუთარი ინტერესები.

ყურადღებით გაეცანი ლექციების სიას და აირჩიე შენთვის ყველაზე საინტერესო მიმართულებები. ან სულაც, ნუ იჩქარებ გადაწყვეტილების მიღებას, დაესწარი ლექციებს ყველა მიმართულებიდან და შემდეგ აირჩიე სასურველი ინტერესის სფერო.

დაიმახსოვრე, რეგისტრაციის დასასრულებლად ალტე უნივერსიტეტის კამპუსში სასურველ დღეს 12:00-13:00 საათამდე უნდა მოხვიდე.

მაშ ასე:

გაინტერესებს საერთაშორისო ურთიერთობები?
5 თებერვალს დაესწარი ალტე უნივერსიტეტის 3 ლექტორის 3 მოკლე ლექციას:

დავით ბუჯიაშვილი – საქართველოს ევროპული გზა
გიორგი კობერიძე – ნატო და საქართველო
გიგა ლემონჯავა – საქართველოს ადგილი მსოფლიო რუკაზე

თუ ხარ სამართლით დაინტერესებული, 5 თებერვლის ეს ლექციები ძალიან მოგეწონება:

ნიკა ასვანუა – რა არის პერსონალური მონაცემები?
ქეთევან ცხადაძე – იურისტის პროფესია და სტანდარტები

იქნებ ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე ფიქრობ?
მაშინ 5 თებერვალს აუცილებლად უნდა დაესწრო ფსიქოლოგიის ლექტორების მიერ სპეციალურად შენთვის შექმნილ ლექციებს:

ნინო ქიტოშვილი – ფსიქოლოგიის როლი პიროვნების განვითარებაში
ლიკა მერაბიშვილი – განათლების ფსიქოლოგია
მარი ბახტაძე – იურიდიურლი ფსიქოლოგია
მაია მინაშვილი – ფსიქოთერაპია
გვანცა ბარაბაძე – ლიდერობის ფსიქოლოგია

თუ გსურს, ჟურნალისტის თვალით დაინახო სამყარო და გაეცნო რელევანტურ თემებს, 6 თებერვალს აუცილებლად უნდა დაესწრო ლექციებს:

ლევან გახელაძე – კოვიდ-ეპიდემია და მედია
თეიკო ანჯაფარიძე – ინტერნეტ ჟურნალისტიკა და მედია
ლადო მკერვალიშვილი – მედია და ადამიანის უფლებები

ინგლისური ფილოლოგიით ხარ გატაცებული?
6 თებერვლის ინგლისური ფილოლოგიის მოკლე ლექციები ნამდვილად შთაგაგონებს დარწმუნდე შენს არჩევანში:

სოფიო მორალიშვილი – Identity and Determinaation
თინათინ კურდღელაშვილი – Inventions that changed the world
ხატია შევარდნაძე – რა არის კრიტიკული აზროვნება?
ილია პაჭკორია – ინგლისური ლიტერატურა და შექსპირის სამყარო

გული თუ ბიზნესისკენ მიგიწევს, 6 თებერვლის სამი ლექციით დარწმუნდები, რომ გულის ძახილს აუცილებლად უნდა მიჰყვე:

ქეთევან ბოკუჩავა – ლიდერობა
ნინო ქიტოშვილი – რეკლამის ფსიქოლოგია
ნინა ანდრიაძე – დიზაინ აზროვნება
თორნიკე მათითაშვილი – პროდუქტის დიზაინი

რეგისტრაციისთვის მიჰყევი ბმულს

ალტე უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm