განათლება მეორე ადგილზეა – რომელმა დარგებმა შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი ქვეყნის მშპ-ის ზრდაში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს, 19 ივნისს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში, ქვეყნის ეკონომიკა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.8%-ით გაიზარდა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი განათლების სექტორმა შეიტანა.
საქსტატის უახლესი მონაცემებით, განათლების სფერო 27.7%-ით, ეკონომიკური საქმიანობის სახეებს შორის მეორე დარგია, რომელმაც მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდაზე გავლენა იქონია.
უფრო კონკრეტულად, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი დარგების რიგითობა ასეთია:
ინფორმაცია და კომუნიკაცია – 28.6%;
განათლება – 27.7%;
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 12.9%;
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 6.1%;
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 11.0%;
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები – 17.9%;
ტრანსპორტი და დასაწყობება – 9.5%;
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 8.7%;
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის I კვარტალში მშპ-ის მოცულობა მიმდინარე ფასებში 21 798.2 მლნ ლარს გაუტოლდა, საიდანაც განათლების წილი 1 375.7 მლნ ლარი იყო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 22.5% – 1 043.9 მლნ ლარი.
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება