GE

განათლება მეორე ადგილზეა – რომელმა დარგებმა შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი რეალური მშპ-ის ზრდაში გასულ წელს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ნოემბერში გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემებით, 2024 წელს, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ, წინა წელთან შედარებით, 9.7% შეადგინა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი განათლების სექტორმა შეიტანა.

განათლების სფერო 28.2%-ით, ეკონომიკური საქმიანობის სახეებს შორის ერთ-ერთი მოწინავე დარგია, რომელმაც გასულ წელს, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდაზე გავლენა იქონია.

უფრო კონკრეტულად, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი დარგების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

  • წყალმომარაგება; კანალიზაცია ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები – 37.5%;
  • განათლება – 28.2%;
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 24.6%;
  • პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 19.8%;
  • ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 18.9%.

საქსტატი ასევე აქვეყნებს მონაცემებს მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაზე, საიდანაც ირკვევა, რომ იმ 9 დარგს შორის, რომლებიც 2024 წლის მშპ-ის ზრდაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევიან, განათლება 5.6%-ით, ბოლო ადგილზეა.

უფრო კონკრეტულად, 2024 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივი სტრუქტურა ასეთია: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 15.4%; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები – 9.8%; დამამუშავებელი მრეწველობა – 9.7%; მშენებლობა – 8.5%; სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 6.8%; ინფორმაცია და კომუნიკაცია – 6.4%; სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა – 6.3%; ტრანსპორტი და დასაწყობება – 6.3%; განათლება – 5.6%.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური