GE

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში რეორგანიზაცია გამოცხადდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ბრძანების თანახმად, 12 ივლისიდან უწყებაში რეორგანიზაცია გამოცხადდა.

როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, რეორგანიზაციის განხორციელების პროცესს შესაძლოა მოჰყვეს შტატების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შემცირება.

“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” 2018 წლის 5 ივლისის  საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არსებულ შესაბამის სამინისტროებში არსებული პროფესიული საჯარო მოხელეები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები 2018 წლის 12 ივლისიდან ჩაითვალონ აქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დასაქმებულ პირებად, შეუნარჩუნდეთ თანამდებობრივი სარგოები და გააგრძელონ სამსახურებრივი უფლება-მოსილებების განხორციელება რეორგანიზაციის პროცესის დასრულებამდე დანართი N1 და დანართი N2 შესაბამისად”, – ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებაში.

ბრძანება დღეს გამოქვეყნდა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური