განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 2025 წელს 3 მილიარდამდე ლარი იქნება – ბიუჯეტის პროექტი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი 3 ოქტომბერს განიხილა.
EDU.ARIS.GE ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ პროექტს განათლების მიმართულებით გაეცნო, სადაც ვკითხულობთ, რომ 2025 წლისთვის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 2 მილიარდ 885 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 2024 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 377 მლნ ლარით.
მათ შორის თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:
სკოლამდელი და ზოგადი განათლება – 1 808,3 მლნ ლარი, რაც წინა წლის დამტკიცებულ
ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 233,3 მლნ ლარით. აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივლისიდან, საჯარო სკოლების მასწავლებელთა გაზრდილი ანაზღაურების სრული წლით დაფინანსება.
ამავე პროგრამის ფარგლებში 70,0 მლნ ლარია გათვალისწინებულია საჯარო სკოლების
კომპიუტერული ტექნიკითა და ლაბორატორიებით აღჭურვისათვის. ასევე გათვალისწინებულია მანდატურებისა და საჯარო სკოლების ადმინისტრაციულტექნიკურიპერსონალის ხელფასების ზრდა;
პროფესიული განათლება – 144 მლნ ლარი;
უმაღლესი განათლება – 171,3 მლნ ლარი;
მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – 86,1 მლნ ლარი;
ინკლუზიური განათლება – 79,5 მლნ ლარი;
ინფრასტრუქტურის განვითარება – 490 მლნ ლარი. მათ შორის: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 395 მლნ ლარზე მეტი (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში გათვალისწინებულ ასიგნებებთან ერთად გამოყოფილია 561 მლნ ლარზე მეტი);
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 66 მლნ ლარი (მათ შორის, გათვალისწინებულია „პროფესიული განათლება I (KFW) პროგრამის და თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის – პროექტი (ADB) ფარგლებში განსაზღვრული სახსრები);
უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება – 15 მლნ ლარი. ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიმართულებით გამოყოფილია 13,3 მლნ ლარი.
“განათლების და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება გაზრდილია 370 მლნ ლარზე
მეტით, რომლის ფარგლებშიც: საჯარო სკოლების დაფინანსებაზე მიიმართება დამატებით 200 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება მიმდინარე წლის ივლისიდან გაზრდილი ხელფასების სრულად დაფინანსება.
გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და
მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა. საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 560 მლნ ლარზე მეტი. საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 180 მლნ ლარზე მეტი. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ზრდა”, – აღნიშნულია ბიუჯეტის პროექტში.
საკითხი განათლების კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა და დეპუტატებმა მას მხარი დაუჭირეს.
“ჩვენ ყოველთვის ვადარებთ ხოლმე რამდენით გვეზრდება ეკონომიკა და ისე მიდის დაფინანსება, მაგრამ როგორც წესი, განათლება და ჯანდაცვა არის ის ორი უწყება, სადაც ეკონომიკურ ზრდაზე მეტად მიდის რესურსები. მათ შორის სკოლამდელი და ზოგადი განათლების ნაწილში გათვალისწინებულია 1 მილიარდ 808 მილიონი ლარი; – 233 მლნ ლარით არის გაზრდილი და ამ თანხის დიდი ნაწილი ხმარდება წელს ივლისიდან გაზრდილი ხელფასების დაფინანსებას. მოგეხსენებათ, შუა წელს მოხდა საკმაოდ დიდი ზრდა და ამიტომ, გარკვეულად წინა პერიოდზე იყო გადანაწილებული, მომდევნო წელს კი სრულად არის დაფინანსება გათვალისწინებული და ასევე, მომდევნო წელს გათვალისწინებულია სკოლის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის, მანდატურების ხელფასების ზრდა და ა.შ.
“….ხელფასების ზრდა ასევე იქნება სკოლის ექიმების მიმართულებით. რა თქმა უნდა, 500 და 600-ლარიანი ზრდა ერთიანად არ გამოვა, თუმცა ეტაპობრივად. ჩვენ ეს პოლიტიკა არ გვექნება მხოლოდ ერთ წელზე და ეს იქნება მუდმივად, ყოველწლიური წრდის პოლიტიკა, ისევე, როგორც ბაღებში”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვა პარლამენტის დარგობრივ კომიტეტებში გაგრძელდება, სადაც გამოთქმული წინადადებებისა თუ მოსაზრებების გათვალისწინებით, მთავრობა პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას დეკემბერში წარუდგენს. მომავალი წლის ბიუჯეტს უკვე ახალი მოწვევის პარლამენტი დაამტკიცებს.
ასევე იხილეთ:
საბავშვო ბაღებში ხელფასების მატების დრო და სავარაუდო ოდენობა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დაასახელა
- როდის მიიღებენ სწავლის დაფინანსებაზე პასუხს სოციალური პროგრამის ფარგლებში რეგისტრირებული სტუდენტები – განმარტება by ARIS.GE-განათლება
- „მას, ჩვენ გვესმის, ჩვენს მშობლებს აუხსენით ეს“ – ნიშანი მოსწავლისა და მშობლისთვის და ნიშნით მანიპულირება სკოლაში by ARIS.GE-განათლება
- „მთავარია, მოსწავლე შეფასდეს მრავალმხრივად, შეიტანეთ ცვლილება მიდგომებში და სსგ-ში“ – განათლების სამინისტროს რჩევა სკოლებს by ARIS.GE-განათლება