განათლების მინისტრი – GIPA-მ პროგრამის აკრედიტაციაზე განაცხადის შეტანა დააგვიანა
საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა პროგრამის აკრედიტაციაზე განაცხადის შეტანა დააგვიანა – ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, აკრედიტაციის საბჭოს GIPA-სთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს.
„არანაირი პოლიტიკური სარჩული ამას არ გააჩნია. “ჯიპას“ პროცესი სულ სხვა პროცესია. ნუ ავურევთ ერთმანეთში პროგრამების აკრედიტაციას და უნივერსიტეტების ავტორიზაციას. „ჯიპას“ პროგრამას რაც შეეხება, მას უწევდა აკრედიტაცია, „ჯიპამ“ დაგვიანებით შეიტანა განაცხადი ხელახალი აკრედიტაციცის მინიჭების შესახებ. ხარისხის განვითარების ცენტრმა სწრაფად გაიარა ეს პროცესი მიუხედავად ყველაფრისა, იყო მთელი რიგი შენიშვნები, დღეს არის სწორედ საბჭოს სხდომა და იქ მოხდება ამის განხილვა“, – აღნიშნა ჩხენკელმა.
მისივე თქმით, აკრედიტაცია და ავტორიზაციის პროცესი არანაირად არაა სადამსჯელო პროცესი.
GIPA: პოლიტიკა თუ განათლება (ტრაგედია 5 მოქმედებად)
„ავტორიზებული იქნება მხოლოდ ის უნივერსიტეტი, რომელსაც მაღალი აკადემიური ხარისხი გააჩნია“
მოამზადა ქეთი გიგოლაშვილმა
-
რომელ მაგისტრანტებს მოუწევთ ხელახლა საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება და რა შემთხვევაში ისწავლით უგამოცდოდ
by ARIS.GE-განათლება
-
400 ათასი ლარი გელათის მეცნიერებათა აკადემიას, 350 ათასი ლარი გიორგი მთაწმინდელის გალობის უნივერსიტეტს – განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
ექვს საათში ტერიტორიული პრინციპით 5 200 პირველკლასელი დარეგისტრირდა
by მოსწავლის მშობელს