განათლების მინისტრი მიიჩნევს, რომ პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემა დასახვეწია
განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებს შეხვდა, კონფერენცია პედაგოგთა პროფკავშირების ორგანიზებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა.
მინისტრმა მასწავლებელთა სქემა შეაფასა და აღნიშნა, რომ ის არ გაუქმდება, მაგრამ აუცილებლად დაიხვეწება. მან არსებულ შეფასების სქემაზე კარიკატურა მოიყვანა მაგალითად.
„რაც შეეხება შეფასების სქემას, ასეთი კარიკატურა იყო შეფასების სისტემის – კაცი ზის მაგიდასთან და წინ უდგას რამდენიმე ცხოველი: მგელი, სპილო, მაიმუნი, თევზი აკვარიუმში, გველი. კაცი ეუბნება: დღეს ჩვენ გვაქვს გამოცდა ხეზე ასვლაში. ძალიან კმაყოფილები ჩანან გველი და მაიმუნი, უკმაყოფილეობი არინ სპილო, თევზი და მგელი.
მე ვფიქრობ, ჩვენ შევქმენით მასწავლებლის შეფასების სისტემა, რომელიც ათასნაირ მასწავლებელს აფასებს ერთნაირად – ხეზე ასვლით. კორპორატიულმა სამყარომ, ბიზნესმა ასეთი შეფასების სისტემები 30 წლის წინ ჩამოწერა და თქვა, რომ არ მუშაობს. განა ცუდია, შედეგს არ გვაძლევს.
პირველივე დღიდან მეკითხებიან: გააუქმებ სქემას თუ არა გააუქმებ? არ გავაუქმებ, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ დავხვეწავ. ანუ სქემაში უნდა იყოს რამდენიმე მიმდინარეობა.
თუ სისტემა ისე გააკეთე და ბევრი ჩაიჭრა, ე.ი. ცუდი სისტემა გაგიკეთებია. ეს მარტივი რამეა. არ ვიცი, ვიღაცამ არ იცოდა და ისე გააკეთა, ეს ცალკე საკითხია და ამას არ ჩავუღრმავდები.
ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ შეფასების განზომილებები იყოს რაც შეიძლება მეტი. ჩვენ თუ მოვიფიქრეთ 6 განზომილება, თქვენ გვეტყვით, რომ დავამატოთ ასეთი და ასეთი ტიპის მასწავლებელი, რომელიც ამას აკეთებს კარგად.
ფაქტია, რაღაცა შეფასების სისტემა უნდა იყოს, მეორე ფაქტია – სისტემაში უნდა გვქონდეს ეს განშტოებები, რომ ჩვენ სპილოები არ უნდა შევამოწმოთ ხეზე ასვლაში, თევზები სირბილში არ შევაჯიბროთ და მაიმუნები წყალში ყვინთვაში. ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება თავი გამოიჩინოს“, – აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
რა ცვლილებებს გეგმავს განათლების მინისტრი სკოლის სისტემაში და საგაკვეთილო პროცესში
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება