განათლების მინისტრის პასუხი წამყვან და მენტორ მასწავლებლებს სტატუსის დანამატის შემცირებაზე
საჯარო სკოლის სტატუსიანი მასწავლებლების ახალ სახელფასო ფორმულაში წამყვანი და მენტორი მასწავლებლების სტატუსის დანამატების 150 და 300 ლარით განსაზღვრის შესახებ, რომელსაც პედაგოგთა უკმაყოფილება მოჰყვა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გიორგი ამილახვარი ასეთი განმარტებით პასუხობს, სტილი დაცულია:
“ერთი განმარტება მინდა გავაკეთო წამყვანი და მენტორი პედაგოგებისთვის: ჩემთვის არის ყველაზე მეტად ცნობილი ის უდიდესი შრომა, რომელიც მათ გაწიეს ამ სტატუსების მოსაპოვებლად და მათ აქამდეც ყველაზე მაღალი ანაზღაურება ჰქონდათ უფროს და წამყვან პედაგოგებთან შედარებით. მე მაგალითისთვის გეტყვით, რომ მათ ნაწილსაც კი, აი, მაგალითად წამყვანი მასწავლებლების ნახევარს 400 ლარით ეზრდება ხელფასი, არათუ ორასით, არამედ ოთხასით. ეს შედარებით ნაკლებად ეხება მენტორ მასწავლებლებს, იმიტომ, რომ ისინი რაოდენობრივადაც ცოტა არიან და ისედაც დიდი ხელფასი აქვთ, თუმცა მინიმუმ ორასლარიანი მატება მათაც ეხებათ.
“ეხლა, რეალურად, გაჩნდა შესაძლოა გარკვეულად ასე ვთქვათ მოსაზრებები და უკმაყოფილება იმ ნაწილში, რომ ის პროპორცია, რაც იყო ვთქვათ უფროს მასწავლებელსა და მენტორ მასწავლებელს შორის, რა თქმა უნდა, შემცირდა. არ გათანაბრებულა, 300-400 ლარიანი სხვაობა ასეც და ისეც რჩება და ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ სრული ტყუილია, თითქოს ჩვენ რაღაცა გავაუქმეთ…”, – განაცხადა განათლების მინისტრმა 23 ივნისს, ტელეკომპანია იმედის ეთერში.
ამავე თემაზე:
„გავიხედოთ ოდნავ წინ, რას გამოიწვევს ეს სახელფასო პოლიტიკა…“ – ნანა დაბრუნდაშვილის ანალიზი
„ახლა მე მოგიყვებით განათლების სამინისტროს, მასწავლებლის სქემისა და ხელფასების ამბავს გლეხურ ენაზე“
გამოქვეყნდა მასწავლებელთა ახალი სახელფასო ფორმულა – ბრძანება
განათლების სამინისტრო სახელფასო ფორმულის განმარტებებს აქვეყნებს – დოკუმენტი
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
რას ეუბნება განათლების სამინისტრო გამომცემლებს – ვინ დაწერს სამინისტროში სასკოლო სახელმძღვანელოებს, უცნობია
by ARIS.GE-განათლება
-
სპეცკლასები ყველა საჯარო სკოლაში არ გაიხსნება, რა ბედი ელით XII კლასში სწავლის მსურველ მოსწავლეებს – ის, რაც რეფორმის ავტორებისგან ვერ გავიგეთ
by ARIS.GE-განათლება