განათლების მინისტრს აჭარაშიც 6 მოადგილე ეყოლება – თორნიკე რიჟვაძის დადგენილება უკვე ძალაშია
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თანახმად, თბილისის მსგავსად, აჭარაშიც, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს 6 მოადგილე ეყოლება, საიდანაც ერთი პირველი მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.
“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მინისტრს ჰყავს 6 მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე. მინისტრის მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე”, – წერია თორნიკე რიჟვაძის მიერ ნოემბერში ხელმოწერილ დადგენილებაში.
დოკუმენტის თანახმად, ცვლილება ამოქმედდა 2024 წლის 1 დეკემბრიდან.
EDU.ARIS.GE ცდილობს გადაამოწმოს დაინიშნენ თუ არა ახალი მოადგილეები და ვინ დაიკავებს მაია ხაჯიშვილის პირველი მოადგილის პოსტს.
ასევე იხილეთ:
განათლების მინისტრს 1 პირველი და 5 სხვა მოადგილე ეყოლება – ცვლილება უწყების დებულებაში
-
ქვედაკაბა მუხლამდე და გრძელი, შარვალი და პიჯაკი – ცნობილია, როგორი იქნება სასკოლო ფორმები ახალი სასწავლო წლიდან (ესკიზები)
by ARIS.GE-განათლება
-
„არ ეჩვენებინოთ პროგრამა, სტანდარტი, რომლის საფუძველზეც სახელმძღვანელოები იწერება, ეს აქამდე არავის უკადრია“
by ARIS.GE-განათლება
-
გაურკვევლობა და პრობლემები სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო – „მსგავსი ქაოსი არ მახსენდება“
by ARIS.GE-განათლება