განათლების სამინისტრო მცირე ზომის სკოლების აშენებას გეგმავს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მცირეკონტინგენტიანი სკოლებისთვის მცირე სკოლების მშენებლობა დაიწყება.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, მაღალმთიან რეგიონებში მცირე ზომის, თანამედროვე, ენერგოეფექტური და ადაფტირებული სკოლების აშენება იგეგმება.
„მოგეხსენებათ, პერიოდულად საჭიროა სკოლების განახლება. მისი ვარგისიანობის პერიოდი არის დაახლოებით 30 წელი, შემდგომ უკვე საჭიროა მისი განახლება. წინა 25 წლის განმავლობაში საერთოდ არ აშენებეულა სკოლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაიან ბევრ სოფელში სკოლა სავალალო ვითარებაშია. იმისთვის რომ ტემპს არ ჩამოვრჩეთ, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე წელიწადში 50 სკოლა არის ასაშენებელი, რაც ძალიან რთულია. თუმცა, ჩვენ ვაპირებთ, რომ ახალი ტექნოლოგიებით ავაშენოთ მცირე სკოლები, რომლის აშენებასაც დაახლოებით 5 თვე სჭირდება.
„ასეთი სკოლები მციორე კონტიგენტზე იქნება გათვლილი. ამასთან ეს იქნება ენერგოეფექტური და ადაფტირებული სკოლები. ასევე გეტყვით, რომ 7 ასეთი სკოლა მზად უკვე წელს იქნება, მომავალი წლისთვის კი დამატებით კიდევ 5 სკოლას ავაშენებთ“, – აღნიშნა განათლების მინისტრმა.
ჯეჯელავას თქმით, 2017 წელს უკვე 5 ასეთი სკოლა იქნება მზად.
სექტემბრიდან სკოლებში ვაშლის დარიგება დაიწყება – ალექსანდრე ჯეჯელავა
ჯეჯელავას ახალი ინიციატივით, სკოლებში შრომის გაკვეთილები დაბრუნდება
მოამზადა გვანცა ღვედაშვილმა
-
„დაიცავი განათლება“ – მთავრობის დაგეგმილი რეფორმა თბილისში მარშით გააპროტესტეს
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ იმუშავებს ორ სკოლაში დასაქმებულისთვის მენტორის სტატუსის მოპოვების პროცედურა ახალი სქემით
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი, მოადგილეები და მათი თანაშემწეები – როგორ ნაწილდება ხელფასები თანამდებობების მიხედვით განათლების სამინისტროში 2026 წელს
by ARIS.GE-განათლება