განათლების სამინისტროს 2026 წლის ბიუჯეტი, ინფრასტრუქტურული პროგრამების ჩათვლით, 3 მილიარდ ლარს აჭარბებს
საქართველოს პარლამენტში, ქვეყნის 2026 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი დეპუტატებს წარუდგენს.
სასესიო მოსმენა ამ წუთებშიც გრძელდება და როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, კომიტეტების ფარგლებში განხილვისას, ბიუჯეტთან დაკავშირებით დეპუტატების მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს და წინადადებებს ფინანსთა სამინისტროში ახლა იხილავენ და ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე თვის ბოლომდე იქნება წარდგენილი.
ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 2 615,3 მლნ ლარით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წლის პირველი სექტემბრიდან გაუქმდა სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, რომლის ფუნქციებიც გადანაწილდა საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროებზე, შესაბამისად 2025 წელს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის გათვალისწინებული პროგრამების დაფინანსება 2026 წელს გათვალისწინებულია ზემოაღნიშნულ სამინისტროებში.
შესაბამისად, როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა, “ჯამურად, აღნიშნული პროგრამების ჩათვლით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პროგრამებისათვის განკუთვნილი თანხები 2026 წელს შეადგენს 3 228,8 მლნ ლარს”.
განათლების მიმართულებით 2026 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს:
სამინისტროს ფარგლებში გათვალისწინებულია:
სკოლამდელი და ზოგადი განათლება – 1 885,9 მლნ ლარი;
პროფესიული განათლება – 214,9 მლნ ლარი;
უმაღლესი განათლება – 192,0 მლნ ლარი;
მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – 92,9 მლნ ლარი;
ინკლუზიური განათლება – 92,8 მლნ ლარი;
ახალგაზრდობის მხარდაჭერა – 15,6 მლნ ლარი.
ინფრასტრუქტურა:
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია – 622,5 მლნ ლარი;
საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირებისათვის გათვალისწინებულია – 58,0 მლნ ლარი;
სკოლების მცირე რეაბილიტაციებისა და მოვლა-შენახვის ხარჯებისათვის – 43,0 მლნ ლარი.
ასევე იხილეთ:
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სასკოლო პროცესში მობილური ტელეფონების გამოყენება აიკრძალება“ – ახალი გადაწყვეტილება
by ARIS.GE-განათლება
-
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
by ARIS.GE-განათლება