განათლების სამინისტროში სახელფასო ფონდი გაიზარდა და 12 მილიონამდეა – თანამდებობები და ანაზღაურება 2026 წელს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 13 მარტის განკარგულებით, შეიცვალა „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდის შეთანხმების შესახებ“ მთავრობის განკარგულება.
უფრო კონკრეტულად კი, გივი მიქანაძის უწყებაში გაიზარდა საშტატო ნუსხის შემადგენლობაც და შესაბამისად თანამდებობრივი სარგოებისთვის განსაზღვრული ჯამური თანხაც – თითქმის ერთი მილიონით.
მთავრობის განკარგულება განათლების სამინისტროში დასაქმებულ ახლა უკვე 200 პირს ეხება, მათი თანამდებობრივი სარგოსთვის წლიურად განსაზღვრული თანხა კი 11 მილიონ 449 920 ლარს შეადგენს. ამავე, 2026 წლის წინა განკარგულებით კი 10 მილიონ 500 ათასი ლარი იყო.
გარდა მინისტრის და მისი მოადგილეებისა, განკარგულებით განსაზღვრულია პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების, მათი მოადგილეების, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების, პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების უფროსი სპეციალისტებისა და პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობრივი სარგოები. სწორედ ამ თანამდებობებზე აქვს მატება განათლების სამინისტროს:
განათლების სამინისტროს ჰყავს მინისტრისა და მოადგილეების თანაშემწეები – 5 თანაშემწე, 11 დეპარტამენტის უფროსი, 19 დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, 33 სამმართველოს უფროსი, 84 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, 41 მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, 1 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი და 1 პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი.
თანამდებობრივი სარგოები ასეთია
მინისტრი:
განკარგულების თანახმად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ანაზღაურება თვეში 13 600 ლარია.
მოადგილეები:
მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობრივი სარგო თვეში 12 000, ხოლო მოადგილის [3 მოადგილე] 11 600 ლარი.
თანაშემწეები:
მინისტრის თანაშემწისა და მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწის ხელფასი თვეში 4 480-4 480 ლარით არის განსაზღვრული, ხოლო მინისტრის მოადგილეების თანაშემწეების შრომის ანაზღაურება თვეში 4 000 ლარია.
სხვა თანამდებობის პირთა ანაზღაურების სანახავად იხილეთ: მთავრობის განკარგულება (შეცვლილი) საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდის შეთანხმების შესახებ (2026)
შედარებისთვის, ამავე თემაზე იხილეთ 2025 წლის მაჩვენებლებიც:
-
დამტკიცდა პროფესიული განათლების მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი – დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„სახელმწიფო არღვევს საკუთარ კანონმდებლობას და აცხადებს, რომ ამას განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აკეთებს!“ – ქეთევან ჭკუასელის ანალიზი
by განათლებული ბლოგი
-
დამტკიცდა ფარმაციის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი – რას და როგორ ისწავლიან სტუდენტები
by ARIS.GE-განათლება