განათლების სამინისტროსთან მოშიმშილე პედაგოგი მაია ეკალაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მოშიმშილე მასწავლებელი მაია ეკალაძე ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროსთან მიმდინარე პროტესტის მონაწილემ, პედაგოგმა დავით ფერაძემ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, მაია ეკალაძე ექიმებმა დაარწმუნეს, რომ საავადმყოფოში გადაყვანა აუცილებელი იყო.
მაია ეკალაძე მესამე დღეა შიმშილობს.
დავით ფერაძე ამბობს, რომ სამინისტროსთან რჩება და პროტესტს აგრძელებს.
გიორგი ამილახვარის უწყებასთან მასწავლებლების უწყვეტი აქცია სკოლის დირექტორთა კონკურსის „უსამართლო შედეგების აღიარებისა და გამოსწორების მოთხოვნით“ არაერთი დღეა მიმდინარეობს.
განახლებულია 10:00 07/12/2023
მაია ეკალაძის მდგომარეობა ამ მომენტისთვის დამაკმაყოფილებელია, ამის შესახებ ინფორმაცია მან თავად გაავრცელა: “უღრმესი მადლობა ყველა თბილი სიტყვისა და თანადგომისთვის. მე კარგად ვარ და გავაგრძელებ ბრძოლას უფრო ჭკვიანური მეთოდით… არ შერჩებათ არცერთი ტყუილი და არცერთი წამის არაადამიანური ქცევა”.
„ძალიან მიყვარხართ და ძალიან მინდა, მალე დავბრუნდე თქვენთან“ – მოშიმშილე პედაგოგი მოსწავლეებს
-
სტუდენტთა რეიტინგული სია, რომლებმაც 2026 წელს მოიპოვეს ან გაიუმჯობესეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
10%-ით შემცირდა საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების ოდენობა
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია 2026 წლის აბიტურიენტების რეიტინგული სია ჩასაბარებელი საგნების მიხედვით – დოკუმენტი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე