განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი სახელი ძალაში იანვრიდან შევა
პარლამენტმა „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომლითაც იცვლება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელწოდებები პირველი მოსმენით, 80 ხმით მიიღო.
კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება და მისი საბოლოო დამტკიცება დღეს, 30 ნოემბერს არის დაგეგმილი.
კანონპროექტით იცვლება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელწოდებები და აღნიშნული სამინისტროების სახელწოდებები განისაზღვრება – „კულტურისა და სპორტის სამინისტრო“ და „განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო“.
გარდა ამისა, სახელი შეეცვლება პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტსაც და მას ახალგაზრდობა დაემატება.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, ცვლილება უკავშირდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს და ახალგაზრდობის მიმართულებით კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცემა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოდ განისაზღვრება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ცვლილება ძალაში შევა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან.
ამავე თემაზე:
-
კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა, კიბერ ინციდენტებზე რეაგირება… – ახალი პროფესიები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში
by აბიტურიენტებისათვის
-
აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
როგორ არის დაშვებული კლას-კომპლექტების შექმნა მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში განახლებული ესგ-ის თანახმად
by ARIS.GE-განათლება