გაუქმდება თუ არა ე.წ. უფასო ფაკულტეტები – განათლების მინისტრის განმარტება
სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები, ე.წ. უფასო ფაკულტეტები, განათლების ყოფილი მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის პერიოდში, გასაუქმებელი, მახინჯი ტრადიციის სახელით მოინათლა და ითქვა ისიც, რომ უმაღლესების დაფინანსების წესის ცვლილებასთან ერთად, წარსულს ჩაბარდებოდა. მინისტრმა ბატიაშვილმა, ვიდრე თანამდებობას დატოვებდა, მხოლოდ სასკოლო გამოცდების გაუქმება მოასწრო, უფასო ფაკულტეტების „ტრადიცია“ კი კვლავ წარმატებულად გრძელდება დღესაც.
1-ელ დეკემბერს კი ისიც გავიგეთ, რომ მიუხედავად უმაღლესების დაფინანსების ახალი მოდელის თითქმის შემუშავებისა, უფასო ფაკულტეტების გაუქმება არ იგეგმება და როგორც ჩანს, იქნება კოსმეტიკური ცვლილება.
განათლებისა და მეცნიერების მოქმედი მინისტრი აცხადებს, რომ უფასო ფაკულტეტები არ გაუქმდება. როგორც მიხეილ ჩხენკელმა საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნა, უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ ჭრილში პრიორიტეტული ფაკულტეტები გამოიკვეთება და განისაზღვრება, რომ აღნიშნულ მიმართულებაზე სწავლა უფასო იქნება.
„რაც შეეხება უფასო ფაკულტეტებს, მე არ ვამბობ, რომ უფასო ფაკულტეტები გაუქმდება, მაგრამ ჩვენ შევთანხმდებით პრინციპზე, რომელი იქნება პრიორიტეტული მიმართულებები და უკვე უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ ჭრილში, ნახავთ რომელია ეს ფაკულტეტები. სადაც ყველას – თუ განისაზღვრება ასე, რომ ამ ფაკულტეტზე [სწავლა] ყველა სტუდენტისთვის უფასოა, ეს იქნება ყველა სტუდენტისთვის უფასო“, – განუცხადა კანონმდებლებს განათლების უწყების პირველმა პირმა.
ასევე იხილეთ:
მინისტრის საათი პარლამენტში და მთავარ თემაზე ისევ მდუმარე მიხეილ ჩხენკელი
-
რა კითხვები შეიძლება დაგვისვას კომისიამ და როგორ დავიცვათ ხედვა გასაუბრებაზე – შეფასების რუბრიკა მასწავლებლის კარიერული წინსვლისთვის (დოკუმენტი)
by განათლებული ბლოგი
-
მორიგი ცვლილება განათლების სამინისტროში კადრების მიმართულებით – EMIS-ის ხელმძღვანელს 3 მოადგილე ეყოლება
by ARIS.GE-განათლება
-
შემადგენლობა განახლდა – სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებს სამთავრობო კომისია განიხილავს
by ARIS.GE-განათლება