როგორ ნაწილდება ხელფასები თანამდებობების მიხედვით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში 2024 წელს – დოკუმენტი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ 12 მარტს გამოცემული განკარგულების თანახმად, ცვლილება შევიდა და ახლებურად ჩამოყალიბდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოსა და შრომის ანაზღაურების ფონდის შეთანხმების შესახებ პრემიერის განკარგულება.
ირაკლი კობახიძის ახალი განკარგულება 15 მარტიდან შევა ძალაში და მასში მოცემულია სამინისტროში დასაქმებული შტატით გათვალისწინებული სხვადასხვა თანამდებობებისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოები თვისა და წლის მიხედვით 185 პირზე.
ამ ადამიანების თანამდებობრივი სარგოსთვის წლიურად განსაზღვრული თანხა შეადგენს 7 215 000 ლარს.
იხილეთ განკარგულება, რომელიც მოიცავს როგორც მინისტრისა და მისი მოადგილეების (სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი), ასევე სხვა თანამდებობრივ სარგოებს:
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის მიერ უკვე გამოიცა განკარგულება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2024 წლის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის თაობაზეც.
ამავე თემაზე:
რამდენია განათლების ხარისხის ცენტრის 2024 წლის ბიუჯეტი და სახელფასო ფონდი – პრემიერის განკარგულება
-
როგორ უნდა მივიდეთ საგამოცდო ცენტრთან – 2026 წლის ზაფხულის გამოცდების მარშრუტები და ცენტრები
by ARIS.GE-განათლება
-
გამოცდის წინ გადასამეორებელი – ეს წესები აბიტურიენტმა ტესტირების მიმდინარეობისას არ უნდა დაარღვიოს
by ARIS.GE-განათლება
-
ინგლისური ენის გამოცდაში ეს ფრაზული ზმნები და წინდებულები წლიდან წლამდე მეორდება – 5 წლის ტესტების ანალიზი და სია აბიტურიენტებს
by ARIS.GE-განათლება