„გექნებათ მეტი ცოდნა და გეყოლებათ მეტი მეგობარი“ – რას მისცემს მოსწავლეს არდადეგებზე მხატვრული ლიტერატურის კითხვა
„ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ოდნავ უკეთესი ხდები, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი – ვიდრე იყავი”, – ეს ფრაზა ქართველ მწერალს, გურამ დოჩანაშვილს ეკუთვნის. გენიალური მწერლის ნათქვამი სიტყვის ჭეშმარიტებაში საკუთარი მრავალწლიანი პედაგოგიური პრაქტიკისთ დარწმუნდა, გორის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი, რუსუდან ლომიძე, რომელსაც სასკოლო არდადეგების პერიოდში მოსწავლეთა კითხვისადმი ინტერესზე ვკითხეთ.
30 წლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგი და სკოლის დირექტორი, რომელიც მხატვრული ლიტერატურის ერთგული მკითხველია, EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, რომ „ოდნავ უკეთესად და უფრო ჭკვიანად გახდომისთვის“ არდადეგები საუკეთესო დროა, მხატვრული ლიტერატურა კი ის დამხმარე რესურსი, რომელიც მოსწავლეებს უფრო მარტივად მიიყვანს დასახულ მიზნამდე.
„თავად ახალგაზრდებს, ჩვენც და ჩვენს ქვეყანასაც განათლება სჭირდებათ. განათლებას მხოლოდ კარგის მოტანა შეუძლია თქვენთვის, თქვენი მომავლისთვის. მხოლოდ სამეცნიერო ლიტერატურის კითხვით კი ვერ გახდებით განათლებული, ამიტომ მხატვრული ლიტერატურის კითხვაც აუცილებელია”, – ასე იწყებს რუსუდან ლომიზე იმ სიკეთეებზე საუბარს, რომელსაც მოსწავლეები მხოლოდ მაშინ დაინახავენ, თუ დროს მხატვრული ლიტერატურის კითხვას დაუთმობენ:
„რა შედეგს მოგიტანთ თუ ამ არდადეგებზე მხატვრულ ლიტერატურას წაიკითხავთ? – აი, ეს შესაძლებლობები მოგეცემათ: გექნებათ მეტი ცოდნა და გეყოლებათ მეტი მეგობარი – სიტყვათა მარაგი იმდენი გექნებათ, რომ ადამიანებთან კომუნიკაცია უფრო მარტივად შეძლოთ; გაიჩენთ ახალ მეგობრებს და უფრო საინტერესოდ გაატარებთ დროს; განამტკიცებთ საკუთარ აზრს და საუბრისას უფრო მეტი არგუმენტი გექნებათ – კონკრეტული მაგალითების მოყვანა შეგეძლებათ და უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს; გახდებით უფრო შემოქმედებითი, გექნებათ მეტი იდეა და იქნებით ბედნიერი, რაც დაგეხმარებათ იმაში, რომ წარმატებას უფრო სწრაფად მიაღწიოთ“, – ამბობს მოსწავლეთა საყურადღებოდ პედაგოგი და ურჩევს, “თუ ამ სიკეთეებით სარგებლობა სურთ, ზამთრის არდადეგებზე დრო მხატვრული ლიტერატურის კითხვასაც დაუთმონ”.
EDU.ARIS.GE შეგახსენებთ, რომ 2023-2024 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყო და მომავალი წლის 14 იანვარს დასრულდება. საჯარო სკოლებში სწავლა 15 იანვრიდან უნდა განახლდეს
ასევე იხილეთ:
სკოლებსა და ბაღებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან იწყება – ვადები
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება