გიორგი ამილახვარმა სასკოლო საგნების სტანდარტების განახლების დასრულების დრო გამოაცხადა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატს გიორგი ამილახვარს დღეს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე უსმენენ.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრობის კანდიდატი შეეხო ეროვნულ სსაწავლო გეგმას და ინფორმაციის გააჟღერა იმის შესახებ, თუ რა ეტაპზეა მისი განახლების პროცესი.
“2023 წელს დასრულდა ერთი მნიშვნელოვანი ფაზა ეროვნული სასწავლო გეგმის რეფორმირების, სადაც როგორც კერძო სკოლების, ისე საჯარო სკოლებისთვის მიცემულ იქნა მეტი გადაწყვეტილებების თავისუფლება იმ ჭრილში, სადამდეც ეს შესაძლებელი იყო. რაც შეეხება წლევანდელ გეგმას, რაც მიმდინარეობს ეს არის, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მეორე თავის მთლინად გადახედვა მიდის, რომელიც ეხება სასკოლო საგნების სტანდარტებს. სასკოლო საგნების სტანდარტი მოგეხსენებათ, ეს არის ის ყველაზე ძირეული საკითხები, რომელსაც, თავის მხრივ, უნდა დაეფუძნოს თითოეული სახელმძღვანელო და მათ შორის ეროვნული სასწავლო გეგმა”, – განმარტა მინისტრობის კანდიდატმა.
მინისტრობის კანდიდატმა დაასახელა სავარაუდო დროც, როცა ყველა სასკოლო საგნის სტანდარტის განახლება უნდა დასრულდეს:
“მიმდინარე წლის მარტი-აპრილის შუა რიცხვებამდე ყველა სასკოლო საგნის სტანდარტის განახლება-გადახედვა დასრულდება და შესაბამისად, უკვე დავიწყებთ სახელმძღვანელოების მორგებას ახალ სასკოლო სტანდარტებთან. ამ კუთხით რიგი სიახლებიც გვექნება 2024 წელს“.
გარდა ამისა, გიორგი ამილახვარმა ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების კუთხით მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები წარმოადგინა.
მოგვიანებით მინისტრობის კანდიდატები დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხებენ.
ასევე იხილეთ:
მოამზადა მზეო შველიძემ
- რა მიზეზით უჩივლეს განათლების მინისტრს საკონსტიტუციო სასამართლოში – სასამართლოს პოზიცია by ARIS.GE-განათლება
- სხვა უნივერსიტეტში გადასვლის მსურველთათვის სტუდენტთა გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები დადგენილია by ARIS.GE-განათლება
- რამდენით გაეზრდება თბილისის ბაგა-ბაღებში დასაქმებულ 13 500-მდე თანამშრომელს ხელფასი – მერის განცხადება by ARIS.GE-განათლება