გიორგი კაკაურიძე: დაფინანსება განათლების მიმართულებით მუდამ მზარდი იქნება
საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტის 3 თვის შესრულების მაჩვენებელი 100,5%-ს შეადგენს, შესაბამისად, ყველა პროგრამაში არის 99-100%, რიგ შემთხვევაში კი უფრო მაღალი მაჩვენებელიც.
ამის შესახებ მან პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში ისაუბრა, რის შემდეგაც EDU.ARIS.GE-მ გიორგი კაკაურიძეს დამატებითი კითხვებით მიმართა. ჩვენ დავინტერესდით, როგორი უნდა იყოს განათლების სექტორის დაფინანსება, რომ მან ქვეყნის ეკონომიკის გამაძლიერებლის ფუნქცია შეასრულოს.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ ზუსტ ციფრებზე საუბარი უჭირს, რადგან დღევანდელი ციფრი ხვალ არაადეკვატური იქნება და ამავდროულად გუშინდელზე ბევრად მეტი.
„საჭიროების შესაბამისად უნდა იყოს ყველა ის სექტორი დაფინანსებული, რომელიც ეხება განათლებას – დაწყებითი განათლებიდან დაწყებული, დამთავრებული უმაღლესი განათლებით და მეცნიერების მიმართულებით. ეს უნდა იყოს საჭიროებაზე დაფუძნებული, შესაბამისი დაფინანსება. როგორი, რამდენი – რამდენის საჭიროებაც იქნება”, – თქვა გიორგი კაკაურიძემ EDU.ARIS.GE-სთან.
ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ბიუჯეტი დღევანდელი მოცემულობით აბსოლუტურად ადეკვატურია, მაგრამ განათლების ხარისხის გაზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება, რაც დამატებითი ფინანსების მობილიზებას საჭიროებს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება გადასადგმელი მნიშვნელოვანი ნაბიჯები განათლების ხარისხის გაზრდის მიმართულებით, ამას სჭირდება დრო – როგორც ხარისხის, ასევე ფინანსების მობილიზებას. რაც მთავარია, ჩვენთვის განათლება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და სწორედ ამიტომ, დაფინანსების ზრდა განათლების მიმართულებით იქნება მუდამ მზარდი“
კითხვაზე, როცა ვამბობთ, რომ ბიზნესს პროფესიონალი კადრების აყვანა უჭირს და შრომის ბაზარზე დეფიციტია, როგორ უნდა დააინტერესოს სახელმწიფომ ახალგაზრდები პროფესიული განათლებით, გიორგი კაკაურიძემ ასეთი პასუხი გაგვცა: საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი ძალიან მალევე იწყებს მუშაობას.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში 10 მაისს მოისმინა.
ასევე იხილეთ:
„ჩვენი ჩატარებული გაკვეთილი მხოლოდ 6 ლარი გამოდის, რაც შეუსაბამოა შრომით კოდექსთან“
მოამზადა ბაჩანა ტყემალაძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება