GE

გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მე-4 წელია უერთდება გლობალური მეწარმეობის ქსელის (GEN) ინიციატივას და მონაწილეობს გლობალური მეწარმეობის კვირეულში, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.

კვირეული 170-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. მისი პარტნიორია 20000-ზე მეტი ორგანიზაცია. კვირეულის ფარგლებში მსოფლიოს მასშტაბით 35 000-ზე მეტი ღონისძიება იგეგმება, რომლებშიც 10 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გლობალური მეწარმეობის კვირეულის პარტნიორია.

18-22 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ორგანიზებას გაუწევს ღონისძიებებს, სემინარებს, საჯარო ლექციებსა და კონკურსებს. მათში მონაწილეობას მიიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ფოკუსირებული იქნება ქალებისა და ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების გაძლიერებაზე.

კვირეულის განრიგი:

  • 18 ნოემბერი, „ქალი მეწარმეები: “Soplidan.ge, – ინოვაციური და მარტივი გზა პრობლემის მოსაგვარებლად”
  • 19 ნოემბერი, „სტრატეგიული აზროვნება და ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები“
  • 20 ნოემბერი, Get in the Ring
  • 21 ნოემბერი, startup school  – გახდი მეწარმე ფაბლაბთან ერთად
  • 22 ნოემბერი, Startup night – გზა წარმატებისკენ – Pulsar AI
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური