GE

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა პრაქტიკული სემინარი-ვორქშოფი „ბავშვთა უფლებების საკითხები ქართულ საბავშვო ლიტერატურაში“

2022 წლის 27 იანვარს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პედაგოგიკისა და მეთოდიკის კათედრის ორგანიზებით გაიმართა პრაქტიკული სემინარი-ვორქშოფი „ბავშვთა უფლებების საკითხები ქართულ საბავშვო ლიტერატურაში“.

სემინარში მონაწილეობა მიიღეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ქართული ფილოოლოგისა და დაწყებითი განათლების საბაკალავრო სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა, გორის მე-5 საჯარო სკოლის მასწავლებელმა ანი ნასყიდაშვილმა, გორის რაიონის სოფელ ქორდის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ირმა ჭამპურიძემ, სოფ. ტინძნისის საჯარო სკოლის პედაგოგმა ლუიზა ბერუაშვილმა, სოფ. მეღვრეკისის საჯარო სკოლის მასწავლებელმა თამარ გუჩმაზაშვილმა.

განხილულ იქნა ბავშვთა უფლებათა დაცვის საკითხები ქართულ საბავშვო მწერლობაში, სასკოლო სახელმძღვანელობში, სწავლების ამოცანები, მიზნები და მიდგომები.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური