გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე მიღებას აცხადებს
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე, რომელიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.
რას მოგცემს ინგლისური ფილოლოგის საბაკალავრო პროგრამა?
- მიიღებ ინგლისური ენის სტრუქტურის, ლექსიკურ-სემანტიკური სისტემის, ნაწარმოების სტილის, ინგლისური ენის განვითარების პერიოდების, ფონეტიკის, თარგმანისა და რეფერირების ძირითადი პრინციპების ცოდნას;
- გამოიმუშავებ ზეპირ და წერილობით კომუნიკაციის უნარებს (ინგლისურ და ქართულ ენებზე);
- ინგლისურ ენაზე ჩატარებული ლექციის მოსმენისა და გააზრების უნარს;
- დისკუსიაში/ დებატებში აქტიურად ჩართვის უნარს;
- შესაბამისი სტილით ესეს, რეფერატის, საბაკალავრო ნაშრომის დაწერის უნარს;
- სხვადასხვა ტიპის ტექსტების კითხვისა და მოსმენის უნარს მრავალფეროვანი სტრატეგიების, თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით;
- პროფესიულ საქმიანობაში ან შემდგომი სწავლის პროცესში ინგლისური ენის /მეორე ენის ეფექტურად გამოყენების უნარს.
„მიიღე ცოდნა ცხოვრებისთვის“!
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნეაპოლის ფედერიკო II-ის უნივერსიტეტის პროფესორი ეწვია
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება – ქვეყნის პოლიტიკური ვექტორი“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ ქართული ჭიდაობის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი