GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლებს

მიმდინარე წლის 15-16 დეკემბერს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება მეთხუთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება, მეცნიერება, ინოვაციები პოსტ- პანდემიურ პერიოდში“.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოსა და საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებსა და დოქტორანტებს, სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების თანამშრომლებს, აგრეთვე დამოუკიდებელ მკვლევრებს, რომლებსაც გააჩნიათ დოქტორის აკადემიური ხარისხი.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი სამეცნიერო სექციები:

  • განათლება;
  • მათემატიკა და ინფორმატიკა;
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
  • ბიზნესი და ეკონომიკა;
  • სოციალური მეცნიერებები და სამართალი;
  • ფილოლოგია;
  • ისტორია;

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა ნაშრომი უნდა წარადგინოს 2022 წლის 02 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის მისამართზე – conference@gu.edu.ge.

კონფერენციაზე დაშვებული სამეცნიერო მოხსენებები, რომლებიც წარმატებით გაივლიან დამატებით რეცენზირებას, შესაძლებელია, რომ გამოქვეყნდეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო რეფერირებად დარგობრივ ჟურნალებში;

კონფერენცია ჩატარდება 2022 წლის 15-16 დეკემბერს ჰიბრიდულ რეჟიმში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პირდაპირი შეხვედრის და ზუმის (Zoom) ონლაინ პლატფორმის გამოყენებით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური