GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პირველკურსელებს შეხვდა

16 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი პირველი კურსის სტუდენტებს შეხვდა.

უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი სტუდენტებისთვის უნივერსიტეტში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების, სერვისების და საერთაშორისო გაცვლითი შესაძლებლობების გაცნობა, ასევე მათი საჭიროებებისა და ინტერესების გამოკვეთა იყო.

რექტორმა უნივერსიტეტის განვითარების ძირითად მიმართულებებსა და სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ისეთი სივრცის შექმნას, სადაც სწავლა, კვლევა და თვითრეალიზაცია მათ პროფესიულ და პიროვნულ ზრდას უნდა უზრუნველყოფდეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბატონი დავით კვერნაძე; განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა ალექსიძე; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე; სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეა ხორგუაშვილი.

შეხვედრის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენლებმა წარადგინეს საინფორმაციო პრეზენტაციები და ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა აკადემიურ, პროფესიულ და შემოქმედებით განვითარებას უწყობს ხელს. პირველკურსელებს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობა, მიმდინარე პროექტები და პროგრამაში ჩართულობის სხვადასხვა გზა გააცნეს.

პრეზენტაციებს უძღვებოდნენ: რექტორის მოადგილე, ბატონი ზურაბ ზურაბაშვილი; საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ანა იმნაძე; ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლარისა გულიშვილი; სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და მხარდაჭერის სამსახურის სპეციალისტი ლიზი ბალახაშვილი.

შეხვედრის დასასრულს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სტუდენტების შეკითხვები მოისმინეს და თითოეულ მათგანს ამომწურავი პასუხი გასცეს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური