GE

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტებს (ჯგუფხელებს) შეხვდა

დღეს, 23 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი სტუდენტებს (ჯგუფხელებს) შეხვდა.

უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხებისა და სტუდენტებისთვის აქტუალური თემების განხილვა, ასევე მათი საჭიროებებისა და მოსაზრებების მოსმენა იყო.

რექტორმა, ალექსანდრე მღებრიშვილმა უნივერსიტეტის მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებზე, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საერთაშორისო მობილობის პროგრამებზე, უნივერსიტეტში წიგნადი ფონდის შევსებასა და საუნივერსიტეტო სტუდენტური პროექტების განხორციელებაზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას, ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის კომუნიკაციის გაძლიერებას დაეთმო.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: რექტორის მოადგილე ზურა ზურაბაშვილი; სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული; განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა ალექსიძე; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ბარბაქაძე; სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეა ხორგუაშვილი; მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ბეჟან რომელაშვილი; სტუდენთა კარიერული განვითარებისა და მხარდაჭერის სამსახურის სპეციალისტი ლიზი ბალახაშვილი.

შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის ფორმატში, რომელმაც სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა, მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ და ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური