გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მიღების ვადები და საჭირო საბუთების სია
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებას აცხადებს.
ეს პროგრამებია:
- ბიზნესის ადმინისტრირება;
- სამართალი;
- სასტუმრო მენეჯმენტი;
- საჯარო მმართველობა.
- საქართველოს ისტორია;
- ქართული სალიტერატურო ენა;
- ქართული ლიტერატურა;
- ანგლისტიკა.
მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია/საბუთების მიღება 20 აგვისტოს დაიწყო და 24 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა:
- განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
- დიპლომის ასლი (დედნის წარმოდგენით) ან ცნობა აკადემიური ხარისხის/ კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
- ორი ფოტოსურათი (3X4) და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- ვაჟებისათვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ან სამხედრო ბილეთის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასლი;
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მაგისტრატურაში მიღების ვადები:
- გამოცდა ინგლისურ ენაში (გარდა ანგლისტიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის) – 25 სექტემბერი;
- ინგლისური ენის გამოცდის შედეგების გამოცხადება – 26 სექტემბერი;
- ინგლისური ენის გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 26 სექტემბერი;
- ინგლისური ენის გამოცდის აპელაციის შედეგების გამოცხადება – 29 სექტემბერი;
- გამოცდა სპეციალობაში – 29 სექტემბერი;
- სპეციალობის გამოცდის შედეგების გამოცხადება – 30 სექტემბერი;
- სპეციალობის გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 30 სექტემბერი;
- სპეციალობის გამოცდის აპელაციის შედეგების გამოცხადება – 01 ოქტომბერი;
- ხელშეკრულებების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან – 01 ოქტომბერი – 02 ოქტომბერი;
- ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება – 03 ოქტომბერი.
მისაღები საგამოცდო საგნები, მისაღები გამოცდების ჩატარების დრო და ადგილი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით იხილეთ ბმულზე
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია – „ეკონომიკა და ბიზნესი: გამოწვევები და პერსპექტივები“ გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის უნივერსიტეტის რექტორმა პროექტი – „ვატიკანის Propaganda Fide-ს საისტორიო არქივში დაცული წყაროები საქართველოს შესახებ“ სტუდენტებთან განიხილა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „შიდა ქართლის მომავლის ლიდერთა ფორუმს“ უმასპინძლა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი