გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით, ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო გაიმართა
27 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით, ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, შემოქმედებით საღამოში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები – გიორგი მირაზანაშვილი, თორნიკე ჩხიკვაძე, გელა სადაღაშვილი და ლუკა აბრამიშვილი მონაწილეობდნენ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა ცნობილი გორელი ხელოვანი დავით დარბაიძე.
სტუდენტებმა და მოწვეულმა სტუმარმა საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს. ღონისძიებას მოჰყვა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა, მონაწილეებისთვის კითხვები დაესვა და შეხედულებები გაეცვალა.
საღამო მუსიკალურად ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტმა, ლუკა აბრამიშვილმა გააფორმა.
ღონისძიება სტუდენტური შემოქმედების მხარდაჭერას ემსახურებოდა.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნეაპოლის ფედერიკო II-ის უნივერსიტეტის პროფესორი ეწვია
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება – ქვეყნის პოლიტიკური ვექტორი“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ ქართული ჭიდაობის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი