გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესპანეთის დისტანციური განათლების უნივერსიტეტში
მიმდინარე წლის 25-30 მაისს ესპანეთის დისტანციური განათლების სახელმწიფო უნივერსიტეტი (UNED) Erasmus+ პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის-PRODIGE ფარგლებში მასპინძლობს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დელეგაციებს.
ზემოთაღნიშნულ ვიზიტში მონაწილეობენ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი და რექტორის მოადგილე, ზურაბ ზურაბაშვილი.
პროექტის, ხარისხიანი ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში (PRODIGE) მიზანია ციფრული უმაღლესი განათლების ხელშეწყობა საქართველოში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერების გზით. პროექტის სამ ძირითად კომპონენტს წარმოადგენს:
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერა ციფრული უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და ციფრული განათლების აღიარების რეფორმირების პროცესში;
- ციფრული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავება;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერება ციფრული სწავლების მიმართულებით.
პროექტში ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, 10 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, გარდა ამისა, პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებები ბელგიიდან, ესტონეთიდან, ესპანეთიდან და ხორვატიიდან, ასევე პროექტის მხარდამჭერია ესტონეთის ხარისხისა და საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტო და უნივერსიტეტების ქსელი.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია – „ეკონომიკა და ბიზნესი: გამოწვევები და პერსპექტივები“ გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის უნივერსიტეტის რექტორმა პროექტი – „ვატიკანის Propaganda Fide-ს საისტორიო არქივში დაცული წყაროები საქართველოს შესახებ“ სტუდენტებთან განიხილა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „შიდა ქართლის მომავლის ლიდერთა ფორუმს“ უმასპინძლა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი