გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი პროექტი ახალგაზრდებისთვის დასრულდა
ოფიციალურად დასრულდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი პროექტი – „საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები და იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა“.
პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის გაწევა, ფსიქო-ემოციური მდგრადობის გაძლიერება და მათი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და ხელშეწყობა.
პროექტში მონაწილეობდა 60-მდე ახალგაზრდა დიცისა და მეჯვრისხევის საჯარო სკოლებისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
მონაწილეებმა გაიარეს საგანმანათლებლო ტრენინგები ფსიქოლოგიურ და სოციალურ თემებზე, იმუშავეს ინდივიდუალურად და გუნდურად, განავითარეს საკუთარი იდეები, ჩაერთვნენ ინტერაქციულ პროცესში და მიიღეს მნიშვნელოვანი გამოცდილება.
პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო პროექტ-იდეების კონკურსი, რომლის შედეგადაც გამოვლინდა 3 გამარჯვებული ახალგაზრდა, რომლებსაც გადაეცათ ბიბლუსის 300-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე ყველა მონაწილეს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი.
უნივერსიტეტი მადლობას უხდის თითოეულ ახალგაზრდას აქტიური მონაწილეობისთვის, მოტივაციისა და ჩართულობისთვის.
პროექტის კოორდინატორები: გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები – გვანცა ჯაბაური, მანანა ღონღაძე.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
პროფესიული განათლების ცენტრის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები და პირველკურსელთა მისაღები ღონისძიება გორის უნივერსიტეტში
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში თემაზე – „ქისტები“ საჯარო ლექცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი