გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ღვაწლმოსილი პედაგოგების დააჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა
19 სექტემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ღვაწლმოსილი პედაგოგების დააჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაწესებულ მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ღვაწლმოსილი და წარმატებული პედაგოგები დაჯილდოვდნენ.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 22 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტიდან აღნიშნულ ჯილდოზე 23 პედაგოგია წარდგენილი.
შეხვედრაზე სიტყვით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი, გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი კოტე ბუზალაძე, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ბერძნიშვილი გამოვიდნენ.
ღონისძიებას მუსიკალურად ანსამბლი „გორი“ აფორმებდა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში ეროვნული პრემია სსიპ ერედვის მუნიციპალიტეტის ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის პედაგოგ მედეია ტრამაკიძეს, სსიპ ქალაქ გორის N8 საჯარო სკოლის მენტორ-მასწავლებელ ვერა სომხიშვილს და სსიპ ქალაქ გორის N5 საჯარო სკოლის მენტორ-მასწავლებელ ნანა წიწუაშვილს გადაეცათ.
მადლობა ჩვენს მასწავლებლებს განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დაარსებიდან 5 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი