გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა
17 ოქტომბერს, სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის დელეგაცია ესტუმრა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი სტუდენტებისთვის სიღარიბის დაძლევის გლობალური მიზნების, შესაბამისი კვლევების შედეგებისა და ეკონომიკური განვითარების ტენდენციების გაცნობა იყო.
შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ბატონმა ზურაბ ზურაბაშვილმა გახსნა.
მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ახალგაზრდების როლზე სიღარიბის შემცირების პროცესში, გააცნეს სტუდენტებს თანამედროვე შრომის ბაზრის გამოწვევები, მომავალი პროფესიების ტენდენციები და ცოდნა, რომელიც აუცილებელია ეკონომიკურ აქტივობაში წარმატებული ჩართვისთვის.
სემინარს უფროსი ეკონომისტი, ქალბატონი საიდა ისმაილახუნოვა უძღვებოდა.
ღონისძიება ინტერაქტიულ ფორმატში გაიმართა. პრეზენტაციას თან ახლდა სამაგიდო თამაში და დისკუსია, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, აქტიურად ჩართულიყვნენ, გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები და დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნეაპოლის ფედერიკო II-ის უნივერსიტეტის პროფესორი ეწვია
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება – ქვეყნის პოლიტიკური ვექტორი“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ ქართული ჭიდაობის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი