გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღეები დაიწყო
მიმდინარე წლის 24 მარტს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო ღია კარის დღეები აბიტურიენტებისთვის.
გორის მუნიციპალიტეტის დიცის, ტირძნისის, ტყვიავის, ზეღდულეთის, შავშვების, ბერბუკის კარალეთის #1 და #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გასცნობოდნენ გორის უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურას, გასაუბრებოდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს.
აბიტურენტებთან შეხვედრას უძღვებოდნენ უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ციური დურული, პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ჩოჩიშვილი და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ლიზი ბალახაშვილი.
ღია კარის დღეები გაგრძელდება 1 აპრილის ჩათვლით. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მობრძანდნენ გორის უნივერსიტეტში, #126 აუდიტორიაში.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნეაპოლის ფედერიკო II-ის უნივერსიტეტის პროფესორი ეწვია
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება – ქვეყნის პოლიტიკური ვექტორი“ – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ ქართული ჭიდაობის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი