გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ
29 ოქტომბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულმა წარმომადგენლებმა სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სააგენტოს წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს გააცნეს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვისები და პროგრამები, რომლებიც მიზნად სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ისახავს.
სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გაევლოთ რეგისტრაცია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში და მიეღოთ ინდივიდუალური კონსულტაციები კარიერის დაგეგმვის მიმართულებით.
შეხვედრას უძღვებოდნენ: სოფიო ჯიქური – შიდა ქართლის რეგიონული სერვის ცენტრის ხელმძღვანელი; თამუნა ბიგანიშვილი – კარიერის დაგეგმვის კონსულტანტი; მარიამ ტლაშაძე – დამსაქმებლებთან ურთიერთობის კოორდინატორი.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დაარსებიდან 5 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრის გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი