გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი მეთერთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა
2025 წლის 19 ივნისს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტთან ერთად ჩაატარა იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი მეთერთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე მღებრიშვილმა, ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვიანორ ახალაიამ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების გამგემ, პროფესორმა გიორგი გოგოლაშვილმა.
კონფერენციაზე ენათმეცნიერების, ლიტერატურათმცოდნეობის და პედაგოგიკის სექციებში კონფერენციის პროგრამით წარმოდგენილი იყო 29 მოხსენება.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართულ ქართული ჭიდაობის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში გამართული კლდეზე ცოცვის ჩემპიონატის გამარჯვებულია
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დაარსებიდან 5 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი