გორის უნივერსიტეტი 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობას აცხადებს
![](https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2018/01/11026723_695615510547675_846946958_n-458x257.jpg)
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა.
მობილობა ხორცილედება შემდეგ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
საბაკალავრო პროგრამები:
- ინფორმაციული ტექნოლოგიები
- ინფორმაციული ტექნოლოგიები (ინგლისურენოვანი პროგრამა)
- დაწყებითი განათლება
- ბიოლოგია
- მათემატიკა
- სპორტი
- სამართალმცოდნეობა
- საჯარო მმართველობა
- ფინანსები
- ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა
- საბუღალტრო და საგადასახადო საქმე
- ეკონომიკა
- სასტუმროს მენეჯმენტი
- ტურიზმი
- ჟურნალისტიკა
- ფსიქოლოგია
- ისტორია
- ქართული ფილოლოგია
- ინგლისური ფილოლოგია
სამაგისტრო პროგრამები:
- სამართალი
- საჯარო მმართველობა
- განათლების სფეროს ხელმძღვანელობა და მართვა
- ფინანსები
- ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა
- საბუღალტრო და საგადასახადო საქმე
- ტურიზმის მენეჯმენტი
- სასტუმროს მენეჯმენტი
- ჟურნალისტიკა
- საქართველოს ისტორია
- ანგლისტიკა
- ქართული ლიტერატურა
- ქართული სალიტერატურო ენა
მობილობის პირველ ეტაპზე სტუდენტი რეგისტრირდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (https://students.eqe.ge) მიმდინარე წლის 18 იანვრიდან 01 თებერვლის 18 საათამდე.
სტუდენტი, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიიღებს სსიპ-გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის უფლებას, ვალდებულია მიმართოს უნივერსიტეტის რექტორს განცხადებით 2018 წლის 02 თებერვლიდან – 2018 წლის 09 თებერვლის ჩათვლით.
განცხადებას თან უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები:
ა) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
ბ) სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი;
გ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსების სილაბუსები;
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კანცელარიას მისამართზე: ქ.გორი, ჭავჭავაძის 53 ან დარეკეთ ტელეფონებზე: (0370) 272616; (0370) 272413.
2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა დაიწყო – პროცედურები
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მერვე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები საქმიანი ვიზიტით ვატიკანში იმყოფებოდნენ by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და აპარატის წევრებთან სახალხო დამცველის შეხვედრა გაიმართა by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი